//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
"ელ კლასიკოს" წინ "ბილბაომ" "რეალი' გაალიდერა - 23 ნოემბერში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 23 » "ელ კლასიკოს" წინ "ბილბაომ" "რეალი' გაალიდერა
"ელ კლასიკოს" წინ "ბილბაომ" "რეალი' გაალიდერა
8:08 PM



მომავალ უქმეებზე გასამართი "ელ კლასიკოს” წინ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ლიდერი შეიცვალა. მადრიდის "რეალმა”, რომელიც მეთერთმეტე ტურის წინ მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდა "ბარსელონას”, კატალონიელთა ბასკური წაფორხილებით ისარგებლა და "რასინგის” ძლევით სათავეში ჩაუდგა გათამაშების ცხრილს.
"ბარსას” უიღბლობები ჯერ კიდევ პარასკევს დაიწყო, როცა გუნდის ორ ფეხბურთელს - იაია ტურესა და ერიკ აბიდალს ღორის გრიპი აღმოაჩნდა. იმავე ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა რაფაელ მარკესსაც და კატალონიელებმა ბასკეთში ვერც ის იახლეს. რაც შეეხება ხოსეპ გვარდიოლას გუნდის ახალ ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, იგი მატჩს ტრავმის გამო ტოვებდა.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონა” და "ბილბაო” უკვე ორჯერ იყვნენ შეხვედრილი - ესპანეთის სუპერთასზე ორივე დაპირისპირებაში კატალონიელებმა საკმაოდ იოლად დაამარცხეს მეტოქე, თუმცა, ბასკური გამარჯვებების გასამება ვერ მოხერხდა.
როგორც გვარდიოლას ფორმაციის "ბარსას” შეშვენის, "ბლაუგრანას” შეხვედრაში ამჯერადაც სოლიდური სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ იბრაჰიმოვიჩისა და ანრის არყოფნაში, სტუმრებს გადამწყვეტ ფაზაში აშკარად უჭირდათ. მით უფრო, რომ "ბილბაოს” მცველები საკმაოდ კარგად იცავდნენ თავს. შესვენებამდე კატალონიელებმა კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, მაგრამ მესის ორივე მცდელობა მასპინძელთა კიპერმა მოიგერია.
უგოლოდ ჩავლილი პირველი ნახევრის შემდეგ, 54-ე წუთზე კატალონიელებმა მაინც მოახერხეს წინ გასვლა. ხავის შესანიშნავი გამჭოლი გადაცემით ანგარიში ბრაზილიელმა განაპირა მცველმა, დანი ალვეშმა გახსნა. "ბილბაო” მდევრის როლში მხოლოდ 9 წუთი იყო. მასპინძლებმა საპასუხო გოლის გასატანად ბურთზე მხოლოდ სამი შეხება იკმარეს - ირაისოსის ძლიერი დარტყმის შემდეგ, ხოსება ლორენტემ უკრაინელ ჩიგრინსკის საჰაერო დუელი მოუგო და ტყავის სფეროზე თავის ოდნავი შეხებით ტოკერო დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, შეცვლაზე შესულმა ბასკმა ნახევარმცველმა კი, ვიქტორ ვალდესი პრაქტიკულად უშანსოდ დატოვა - 1:1.
კატალონიელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში "ბილბაომ” მხოლოდ ერთხელ მოახერხა მეტოქის კარში ბურთის დარტყმა და ამ ერთადერთმა გასროლამ "ბარსელონას”, რომელიც კვლავ დაუმარცხებლად განაგრძობს პრიმერას, მომავალი "ელ კლასიკოს” წინ ლიდერობა დააკარგვინა.
"ბლაუგრანას” პრობლემები არც ამით ამოწურულა. ლიონელ მესიმ მეორე ტაიმში ბარძაყის კუნთი დაიზიანა და 76-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, არგენტინელ ვარსკვლავს "ინტერთან” საჩემპიონთალიგო და "რეალთან” შეხვედრები გაუცდეს.
რაც შეეხება "სამეფო კლუბს”, მადრიდელებმა განვლილ ტურში, გათამაშების ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი სანტანდერის "რასინგის” დასამარცხებლად ერთი გოლი იკმარეს. უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, "რეალის” ფეხბურთელებმა სტუმართა კარისთვის გასაღების მორგება მხოლოდ ერთხელ შეძლეს. 22-ე წუთზე ეს ეზეკილ გარაის პასით გონსალო იგუაინმა მოახერხა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში პირად აქტივში მეხუთე გოლი ჩაიწერა.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, "სამეფო კლუბის” მედპერსონალის ინფორმაციით, პორტუგალიელი ვარსკვლავი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და "რეალს” სავარაუდოდ "ელ კლასიკოში” დაუბრუნდება.
მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს გრანდების მდევრებმაც. "სევილიამ” ზედიზედ მესამე მოგება სტუმრად "ტენერიფესთან” გაიფორმა. მანოლო ხიმენესის გუნდმა ამჯერადაც უნარიანად გამოიყენა თავისი ფეხმარდი ფლანგელი შემტევები. სევილიელებმა პირველი გოლი სწორედ მათ მიერ განხორციელებული სწრაფი კონტრშეტევით გაიტანა - ხესუს ნავასის ჩაწოდებულს არგენტინელმა დიეგო პეროტიმ დროულად მიუსწრო და 32-ე წუთზე მიმდინარე პრიმერაში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
"ტენერიფეს” კარში მეორე გოლიც ნავასის აქტიურობის შედეგად გავიდა. მეორე ტაიმის დებიუტში მისი წამოწყებული კომბინაციის შემდეგ ბურთი კანუტესა და ლუიშ ფაბიანოს გავლით რენატოს მიუვიდა, ამ უკანასკნელის გასროლა კი, ვარასისთვის აუღებელი აღმოჩნდა 0:2. მასპინძლებმა დარჩენილ დროში მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს და საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ.
გასვლით შეხვედრაში იმარჯვა შესანიშნავ ფორმაში მყოფმა "ვალენსიამაც”. ლევანტელებმა მოგებათა სერიის ოთხამდე გაზარდა პამპლონაში, "ოსასუნასთან” დაპირისპირებაში მოახერხეს. უკვე მეოცე წუთისთვის სტუმრები 2 ბურთით იყვნენ წინ.
ანგარიში დავიდ ვილიამ გახსნა. ბომბარდირთა დავაში დაწინაურებული ვალენსიელი ფორვარდისთვის ეს მიმდინარე პრიმერაში გატანილი მე-9 გოლი იყო. შემდეგ უკვე საქმეში უნაი ემერის გუნდის ვეტერანი საყრდენი ნახევარმცველები ჩაერთვნენ - რიკარდოს კარის ბადე მეორედ დავიდ ალბელდამ შეარხია, 53-ე წუთზე კი, კარლოს მარჩენამ თამაშს ყოველგვარი ინტრიგა დაუკარგა.
დარჩენილ დროში ნავარელებმა თავი ძირითადად უხეში თამაშით გამოიჩინეს. შეხვედრის არბიტრს ორჯერ მოუხდა წითელი ბარათის ჩვენება - მან მოედნიდან ჯერ ვალტერ პანდიანი, ხოლო თამაშის მიწურულს მიგელ ფლანიო გააძევა. მასპინძლებისთვის ერთადერთი პოზიტივი შეცვლაზე შესული მასუდის მიერ გატანილი პრესტიჟის გოლი იყო. საბოლოოდ "ვალენსიამ” 3:1 იმარჯვა და მაქსიმალურად მიუახლოვდა მესამე ადგილზე მყოფ "სევილიას”.
ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო მადრიდის "ატლეტიკომ”. აქედან ორი მარცხი ახალი თავკაცის, კიკე სანჩეს ფლორესის პერიოდზე მოდის. ამჯერად დედაქალაქელები "დეპორტივოსთან” დამარცხდნენ, რომელთანაც ბოლო 5 მატჩი მოგებული ჰქონდათ. მართალია, მადრიდელებმა ამჯერადაც მოახერხეს დაწინაურება, მაგრამ შემდეგ საკუთარ კარში 2 გოლი მიიღეს და კვლავ გასავარდნ ზონაში დარჩნენ.
 

22 ნოემბერი
ბარსელონა, "კორნელია-ელ პრატი”, 29 000
ესპანიოლი-ხეტაფე 0:2 (0:0)
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი, ფორლინი, პარეხა, დავიდ გარსია, ჩიკა ტორესი, მოიეს ურტადო (ნაკამურა 86), ვერდუ, ივან ალონსო, კალეხონი, ლუის გარსია (კორო 60), ტამუდო (ბენ საარი 69).
მწვრთნელი: მაურიციო პოკეტინო.
ხეტაფე (4-2-3-1): უსტარი, რაფა ლოპესი, დანიელ დიასი, მანე, კორტესი, ბოატენგი, კასკერო, ადრიან გონსალესი (ბელენგერი 80), გავილანი (მანუ 73), პედრო ლეონი (პედრო რიოსი 88), სოლდადო.
მწვრთნელი: მიგელ გონსალესი.
გოლები: 0:1 კასკერო (79), 0:2 პედრო რიოსი (90).
გაფრთხილება: ჩიკა ტორესი (53), ფორლინი (89); კორტესი (22), სოლდადო (77), კასკერო (80), პედრო ლეონი (81).
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი.
დარტყმა 14 (3)-11 (4); ჯარიმა 13-15; კუთხური 7-3; თამაშგარე 8-3; ბურთის ფლობა 57%-43%; სეივი 2-3.

პალმა დე მალიორკა,
"ესტადიო სონ მოიქსი”, 11 000
მალიორკა-ალმერია 3:1 (0:0)
მალიორკა (4-4-2): ავატი, რამისი, ნუნიესი, აიოსე, ფელიპე (ხოსემი 85), მარიო სუარესი, მოსკერა (ვიქტორი 79), გონსალო კასტრო, ვალერო, ვებო (მარტი 63), ადურისი.
მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო.
ალმერია (4-2-3-1): დიეგო ალვესი, აკასიეტე, ჩიკო, დომინგო, მანუელ ორტისი, მბამი, ბერნარდელო (დავიდ როდრიგესი 73), უჩე, სორიანო, პიატი, ნიეტო (კორონა 90).
მწვრთნელი: უგო სანჩესი.
გოლები: 1:0 გონსალო კასტრო (48), 1:1 დავიდ როდრიგესი (77), 2:1 ვიქტორი (89), 3:1 გონსალო კასტრო (90).
გაფრთხილება: ვებო (18), მოსკერა (50), რამისი (84), ნუნიესი (90); პიატი (57), დომინგო (71), მანუელ ორტისი (85).
მსაჯი: პერეს ბურული.
დარტყმა 11 (5)-20 (10); ჯარიმა 13-16; კუთხური 9-10; თამაშგარე 1-1; ბურთის ფლობა 50%-50%; სეივი 9-2.

ვილიარეალი,"ელ მადრიგალი”, 15 000
ვილიარეალი-ვალიადოლიდი 3:1 (1:0)
ვილიარეალი (4-4-2): დიეგო ლოპესი, მარკანო, გოდინი, კაპდევილა, ხავი ვენტა (ანხელ ლოპესი 46), ბრუნო, მარკოს სენა (ეგურენი 84), ესკუდერო (ფუსტერი 69), პირესი, როსი, ნილმარი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.
ვალიადოლიდი (4-2-3-1): ვილიარი, ნივალდო (არსო 66), ბარახა, ალბერტო მარკოსი, პედრო ლოპესი, რუბიო, ბორხა, კანობიო (მანუჩო 58), სესმა გონსალესი (მედუნიანინი 46), ალემანი, დიეგო კოსტა.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი.
გოლები: 1:0 ნილმარი (7), 2:0 ნილმარი (48), 3:0 როსი (57), 3:1 დიეგო კოსტა (60).
გაფრთხილება: როსი (23); ბარახა (40), ბორხა (73).
მსაჯი: ალვარეს ისკერდო.
დარტყმა 13 (6)-13 (5); ჯარიმა 8-20; კუთხური 7-6; თამაშგარე 6-2; ბურთის ფლობა 48%-52%; სეივი 4-3.

ხერესი, "ჩაპინი”, 16 004
ხერესი-სპორტინგი 0:0
ხერესი (4-4-1-1): რენანი, აიტამი, დავიდ პრიეტო, კასადო, ფრანსისი, იაია კეიტა, ბერგანტინოსი (ვიგეირა 76), არმენტეროსი (მომო 64), ორელიანა, ბერმეხო, ანტონიტო (ჯანკარლო მალდონადო 86).
მწვრთნელი: ხოსე ანხელ სიგანდა.
სპორტინგი (4-2-3-1): კოლინასი, გრეგორი, ხერარდი, ხოსე ანხელი, ალბერტო რამოსი, რივერა, მატაბუენა, ბილიჩი (ბარალი 73), მიგელი, კარმელო (კამაჩო 78), ხოსე მალდონადო (მორანი 71).
მწვრთნელი: მანუელ პრესიადო.
გაფრთხილება: დავიდ პრიეტო (19), აიტამი (35); მატაბუენა (16), გრეგორი (78).
მსაჯი: მიგელ მატეუ ლაოსი.
დარტყმა 10 (3)-5 (2); ჯარიმა 10-11; კუთხური 12-1; თამაშგარე 4-8; ბურთის ფლობა 56%-44%; სეივი 2-3.

მალაგა, "ლა რომალედა”,21 000
მალაგა-სარაგოსა 1:1 (0:0)
მალაგა (4-2-3-1): მუნუა, გონსალეს ლოპესი, რობსონი, ხუანიტო (დუდა 60), მტილიგა, ხესუს გამესი, ტორიბიო (ფორესტიერი 60), აპონო, ფერნანდო, ობინია, ლუკე (ვალდო 90).
მწვრთნელი: ხუან რომან ლოპესი.
სარაგოსა (4-2-3-1): ვალიეხო, პავონი, სამუელი, პარედესი, პულიდო, პონციო (გაბი 75), აგილარი, ლაფიტა, ბაბიჩი, ხორსე ლოპესი (ერერა 69), არისმენდი (ევერტონი 12).
მწვრთნელი: მარსელინო გარისა ტორალი.
გოლები: 0:1 ევერტონი (49, პენ), 1:1 გონსალეს ლოპესი (74).
გაფრთხილება: დუდა (64), ფერნანდო (75), ლუკე (79), აპონო (86), ფორესტიერი (89); პონციო (45), პარედესი (50), პულიდო (80), ერერა (86).
გაძევება: რობსონი (61); პარედესი (58).
მსაჯი: ანტონიო რუბიოს პერესი.
დარტყმა 14 (4)-7 (1); ჯარიმა 22-22; კუთხური 6-4; თამაშგარე 1-3; ბურთის ფლობა 50%-50%; სეივი 0-3.

პამპლონა, "რეინო დე ნავარა”, 18 000
ოსასუნა-ვალენსია 1:3 (0:2)
ოსასუნა (4-4-2): რიკარდო, ხოსეჩო, ფლანიო, კალიეხა (დადი 60), ასპილიკუეტა, პუნიალი, ნეკუნამი (რუპერი 80), კამუნიასი, ხუანფრანი, კარლოს არანდა (მასუდი 60), პანდიანი.
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო კამაჩო.
ვალენსია (4-2-3-1): სეზარი, იბანიესი, დავიდ ნავარო, მატეუ, ბრუნო, მარჩენა, ალბელდა, ხოაკინი (ალექსისი 78), სილვა (ბანეგა 70), პაბლო, ვილია.
მწვრთნელი: უნაი ემერი.
გოლები: 0:1 ვილია (12), 0:2 ალბელდა (20), 0:3 მარჩენა (56), 1:3 მასუდი (68).
გაფრთხილება: პანდიანი (13), ნეკუნამი (24), არანდა (32), პუნიალი (54); სეზარი (29).
გაძევება: პანდიანი (64), ფლანიო (90).
მსაჯი: ველასკო კარბალიო.
დარტყმა 7 (2)-12 (3); ჯარიმა 17-19; კუთხური 3-1; თამაშგარე 1-8; ბურთის ფლობა 48%-52%; სეივი 0-1.

21 ნოემბერი
ლა კორუნია, "რიასორი”, 22000
დეპორტივო-ატლეტიკო 2:1 (1:1)
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია, ლოპო, კოლოტო, კასმინსკი, მანუელ პაბლო, ანტონიო ტომასი, გუარდადო, ხუან როდრიგესი, ლასადი (ვალერონი 77), რიკი (პაბლო ალვარესი 85), მისტა (ადრიანი 68).
მწვრთნელი: მიგელ ანხელ ლოტინა.
ატლეტიკო (4-2-3-1): ასენხო, ალვარო დომინგესი, პაბლო იბანიესი, ანტონიო ლოპესი, პერეა, რაულ გარსია (კლებერ სანტანა 36), ასუნსაო, ხურადო, მაქსი როდრიგესი (რეიესი 84), სინამა-პონგოლე (სიმაო 58), აგუერო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი.
გოლები: 0:1 აგუერო (3), 1:1 კოლოტო (21), 2:1 გუარდადო (90, პენ).
გაფრთხილება: რიკი (33), მისტა (35), მანუელ პაბლო (45), ასუნსაო (57), აგუერო (90), ალვარო დომინგესი (90), კლებერ სანტანა (90).
გაძევება: კლებერ სანტანა (90).
მსაჯი: პარადას რომერო.
დარტყმა 22 (11)-14 (5); ჯარიმა 13-25; კუთხური 9-3; თამაშგარე 5-0; ბურთის ფლობა 47%-53%; სეივი 4-9.

ტენერიფე, "ელიოდორო როდრიგეს ლოპესი”, 18000
ტენერიფე-სევილია 1:2 (0:1)
ტენერიფე (4-2-3-1): არაგონესი, სიჩილია, მანოლო მარტინესი, ლორენსი (აიოსე 68), ლუნა, რიკარდინიო, ოლანო ალონსო, ხუან მარტინესი, რომანი (ანხელი 58), ომარ რამოსი, ლორიტე (დინეი 83).
მწვრთნელი: ხოსე ლუის ოლტრა.
სევილია (4-4-2): ვარასი, ვალიენტე (ლოლო 67), სკილაჩი, ფერნანდო ნავარო, კონკო, ზოკორა, რენატო, პეროტი, ხესუს ნავასი, კანუტე (რომარიკი 61), ლუიშ ფაბიანო (ნეგრედო 77).
მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი.
გოლები: 0:1 პეროტი (32), 0:2 რენატო (48), 1:2 ხუან მარტინესი (75).
გაფრთხილება: ოლანო ალონსო (14), ლორენსი (50), ხუან მარტინესი (80), სიჩილია (87); ლუიშ ფაბიანო (40), პეროტი (41), ხესუს ნავასი (90).
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი.
დარტყმა 11 (1)-11 (3); ჯარიმა 9-15; კუთხური 6-4; თამაშგარე 1-4; ბურთის ფლობა 54%-46%; სეივი 1-0.

მადრიდი, "სანტიაგო ბერნაბეუ”, 75 000
რეალი-რასინგი 1:0 (1:0)
რეალი (4-4-2): კასილიასი, გარაი, პეპე, მარსელო, არბელოა, ხაბი ალონსო, გრანერო (მაჰამადუ დიარა 86), დრენტე, კაკა (ვან დერ ვაარტი 88), ბენზემა (რაული 61), იგუაინი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
რასინგი (4-4-1-1): ტონიო, მორისი, ტორეხონი, კრისტიან ფერნანდესი, პინილიოსი (ენრიკე 60), ლაცენი, კოლსა, ლუის გარსია, ოსკარ სერანო (კანალესი 61), მუნიტისი, ტჩიტე (გეიხო 69).
მწვრთნელი: მიგელ ანხელ პორტუგალი.
გოლი: 1:0 იგუაინი (22).
გაფრთხილება: ხაბი ალონსო (75), გარაი (78); მორისი (53), მუნიტისი (72), ლაცენი (90).
მსაჯი: რამირეს დომინგესი.
დარტყმა 20 (9)-8 (0); ჯარიმა 11-20; კუთხური 7-0; თამაშგარე 3-5; ბურთის ფლობა 63%-37%; სეივი 0-8.

ბილბაო, "სან მამესი”, 39 500
ბილბაო-ბარსელონა 1:1 (0:0)
ბილბაო (4-1-4-1): ირაისოსი, ამორებიეტა, უსტარისი, დელ კამპო, ირაოლა, ხავიერ მარტინესი, ორბაისი (ტოკერო 57), სუსაეტა, იესტე (გაბილონდო 74), გურპეგი, ლორენტე (ოსკარი 77).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ჩიგრინსკი, პიკე, მაქსველი, დანი ალვეში, ბუსკეტსი, სეიდუ კეიტა, ხავი (ანრი 84), ინიესტა, მესი (ბოიანი 76), პედრო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: 0:1 დანი ალვეში (54), 1:1 ტოკერო (63).
გაფრთხილება: ხავიერ მარტინესი (81); სეიდუ კეიტა (65).
მსაჯი: მეხუტო გონსალესი.
დარტყმა 8 (1)-13 (3); ჯარიმა 17-15; კუთხური 5-7; თამაშგარე 3-1; ბურთის ფლობა 34%-66%; სეივი 2-0.

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 974 | დაამატა: ბექა | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg