//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
ჩემპიონთა ლიგა 14.09.2010 მატჩების მიმოხილვა - 15 სექტემბერში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » ჩემპიონთა ლიგა 14.09.2010 მატჩების მიმოხილვა
ჩემპიონთა ლიგა 14.09.2010 მატჩების მიმოხილვა
8:38 PM




ყველაფერი პირველ დღესვე: მესი-შოუ, დრამა, ავტოგოლები, კინაღამ ტრაგედიაც

შეგვიძლია გითხრათ ვინ გაიტანა ლიგის ისტორიაში მე-5 000-ე გოლი, მაგრამ ვინ "დაასველა" წლევანდელი სეზონის  ჯგუფური ეტაპი არ ვიცით - ბრემენსა და ენსხედეში ლამის ერთდროულად, მე-13 წუთზე გაიხსნა ანგარიში - გერმანიაში პეტრი პასანენმა ტოტენჰემელთა მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს უხერხულად დაუხვედრა ფეხი და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ჰოლანდიაში კი ვესლი სნეიდერმა თანამემამულეებს გაუტანა და მოქმედი ჩემპიონი "ინტერი" დააწინაურა. მოკლედ, წამების ამბავია და ჯერ კიდევ გასარკვევია, ასე ოპერატიულად კი ვერ მოვიძიეთ დაითარსა თუ არა წლევანდელი ლიგა...

A ჯგუფში ორივე მატჩი 2:2 დასრულდა, "ვერდერი" ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ "ტოტენჰემს" დაუზავდა. პირველ გოლზე უკვე ვთქვით, მეორე გოლი პიტერ კრაუჩის თავურს მოყვა. მაგრამ დებიუტანტმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ტაიმის მიწურულს და მეორე ტაიმის დასაწყისში "ვერდერს" ქულა უგო ალმეიდამ და მარკო მარინმა გადაურჩინეს.
"ტვენტემ" სნეიდერის გოლს ტეო იანსენის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით უპასუხა, შემდეგ კი დიეგო მილიტომ... საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. "ინტერი" მარცხისგან სამუელ ეტოომ იხსნა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავისი მე-20 გოლი გაიტანა.

B ჯგუფში "და ლუჟზე" პრობლემა არ შექმნია "ბენფიკას", რომელიც მეტად არადამაჯერებლად თამაშობს შინაურ პირველობაზე, ისრაელის ჩემპიონი კი სუსტი გამოდგა - "ჰაპოელს" ერთხელაც კი არ უცდია პორტუგალიელთა კარისკენ დარტყმა. ანდერსონ ლუიზაომ ანგარიში გახსნა, ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-5 000-ე გოლი იყო. მეორე ტაიმის შუაში პარაგვაელმა ოსკარ კარდოსომ საბოლოოდ დაუსვა წერტილი მატჩს.

ლიონში ფრანგებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს, გოლი ბრაზილიელი მიშელ ბაშტუშის ანგარიშზეა. ამ თამაშში წლევანდელი სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი წითელი ბარათი დაფიქსირდა - მსაჯმა მოედნიდან ბენედიქტ ჰიოვედესი გააძევა.

C ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერაფერი მოუხერხა "გლაზგო რეინჯერსს". ორი ბრიტანული კლუბის თამაშში ერთი კუთხურიც კი არ დანიშნულა, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა კარში ზუსტად ვერ დაარტყა - 0:0. ამ შეხვედრის მე-60 წუთზე კინაღამ ტრაგედია დატრიალდა, კირკ ბროდფუტთან ბრძოლაში ანტონიო ვალენსიამ საშინლად მოიტეხა ფეხი და შოკისგან კინაღამ მოკვდა, მას ხელოვნური სუნთქვის აპარატით უშველეს. კადრები იმდენად შემზარავი იყო, რომ სატელევიზიო გამეორებისგან თავი შეიკავეს.

გვაოცებს "ვალენსია", თითქოს დასუსტებული გუნდი ლა ლიგაში ყოჩაღობს და ჩემპიონთა ლიგაც ტრიუმფით დაიწყო - ბურსაში "ათათურქის" სტადიონზე "ლოს ჩემ" 4 უპასუხო ბურთი გაუტანა თურქეთის ჩემპიონს.

D ჯგუფში ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი ვიხილეთ... რა თქმა უნდა, "ბარსელონას" შესრულებით, სისეს პასით გოვუმ დააწინაურა "პანათინაიკოსი", მაგრამ "ერკულესი" აღარ გამეორდა - "ბარსელონამ" 5 ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაუტანა ბერძნულ გუნდს. ლეო მესი პირველი დუბლის ავტორია, თუმცა მას ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო (პენალტი მეკარემ აუღო). არგენტინელმა დიდებულად ითამაშა.

ლაშა სალუქვაძე და კომპანია კი სულ ბოლოს დამარცხდა დანიის დედაქალაქში - სენეგალელი დამე ნდოიეს თავურმა რუსეთის ჩემპიონს წყალში ჩაუყარა გარჯა - 1:0. ლაშა სალუქვაძემ 23 პასიდან 19 ზუსტად შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური

A ჯგუფი

ვერდერი-ტოტენჰემი 2:2
ვერდერი: ვიზე - ფრიტცი, პასანენი, პრიოდლი, სილვესტრი - მარინი, ბარგფრედე, ვესლი (67. ბოროვსკი), ფრინგსი - ალმეიდა (79. ვაგნერი), არნაუტოვიჩი.
ტოტენჰემი: კუდიჩინი - ჩორლუკა, კაბული, კინგი, ასუ-ეკოტო - ლენონი (76. პალასიოსი), ჰადლსტოუნი, ჯენასი, ბეილი - ვან დერ ვაარტი - კრაუჩი.
გოლები: 0:1 პასანენი (13 ს.კ.), 0:2 კრაუჩი (18), 1:2 ალმეიდა (43), 2:2 მარინი (47)
მაყურებელი: 35 000
არბიტრი: მ. ბუსაკა (შვეიცარია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ტოტენჰემი
პირველი კუთხური: ვერდერი
პირველი ჯარიმა: ვერდერი
პირველი გაფრთხილება: ტოტენჰემი
6 (2) დარტყმა 6 (3)
4 ჯარიმა 3
3 კუთხური 1
1 გაფრთხილება 2
49% ბურთის ფლობა 51%


ტვენტე-ინტერი 2:2
ტვენტე: მიჰაილოვიჩი - როზალესი, დუგლასი, ვიზგერჰოფი, ტიენდალი - ბრამა, დე იონგი, იანსენი - რუისი, იანკო (78. ბაირამი), ჩადლი (88. ლანდზაატი).
ინტერი: ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ძანეტი - კამბიასო, მარიგა - ეტოო, სნეიდერი, პანდევი (61. კოუტინიუ) - მილიტო (87. მუნტარი).
გოლები: 0:1 სნეიდერი (13), 1:1 იანსენი (20), 2:1 მილიტო (30 ს.კ.), 2:2 ეტოო (41)
მაყურებელი: 22 000
არბიტრი: პ. პროენზა (პორტუგალია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ტვენტე
პირველი კუთხური: ტვენტე
პირველი ჯარიმა: ტვენტე
პირველი გაფრთხილება: ინტერი
7 (5) დარტყმა 4 (3)
4 ჯარიმა 3
6 კუთხური 1
1 გაფრთხილება 1
45% ბურთის ფლობა 55%

B ჯგუფი

ბენფიკა-ჰაპოელი 2:0
ბენფიკა: რობერტო - ამორიმი, ლუიზაუ, დ. ლუიზი, კოენტრაუ - მარტინსი, გარსია, აიმარი (71. აირტონი), გაიტანი - სავიოლა (87. სეზარი), კარდოსო.
ჰაპოელი: ენიეამა - ბონდარვი, და სილვა, ფრანსმანი (74. ბადიერი), ბენ-დაიანი - ვერმაუტი, როკი (61. შივონი), იადინი, ზაჰავი - საჰარი, შეხტერი.
გოლები: 1:0 ლუიზაუ (21), 2:0 კარდოსო (68)
მაყურებელი: 34 000
არბიტრი: ა. ნიკოლაევი (რუსეთი)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბენფიკა
პირველი კუთხური: ბენფიკა
პირველი ჯარიმა: ჰაპოელი
პირველი გაფრთხილება: ჰაპოელი
8 (5) დარტყმა 0 (0)
6 ჯარიმა 4
4 კუთხური 1
0 გაფრთხილება 2
46% ბურთის ფლობა 54%

ლიონი-შალკე 1:0
ლიონი: ლორისი - რევეიერი, დიახატე, ლოვრენი, კოლოძიეჩაკი - პიანიჩი, ტულალანი, გურკუფი (86. მაკუნი) - ბრიანი (92. კალსტრიომი), ლ. ლოპესი, ბაშტუში (71. პიე).
შალკე: ნოიერი - მორიტცი, ჰიოვედესი, პლესტანი, სარპეი (75. შმიტცი) - ჯონსი (70. კლუგე) - ფარფანი, რაკიტიჩი, დეაკი, რაული - ჰუნტელაარი.
გოლი: 1:0 ბაშტუში (21)
გაძევება: ჰიოვედესი (38)
მაყურებელი: 35 000
არბიტრი: ი. ბებეკი (ხორვატია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ლიონი
პირველი კუთხური: შალკე
პირველი ჯარიმა: ლიონი
პირველი გაფრთხილება: ლიონი
2 (1) დარტყმა 4 (2)
3 ჯარიმა 3
1 კუთხური 4
2 გაფრთხილება 0
61% ბურთის ფლობა 39%

C ჯგუფი

მანჩესტერი-რეინჯერსი 0:0
მანჩესტერი: კუშჩაკი - ბრაუნი, ფერდინანდი, სმოლინგი, ფაბიო (76. ევანსი) - ვალენსია (63. გიგზი), ფლეტჩერი, გიბსონი, პარკი (76. ოუენი) - ერნანდესი, რუნი.
რეინჯერსი: მაკგრეგორი - ბროდფუტი, უეირი, ბუღერა, პაპაჩი - ვიტაკერი, დევისი, მაკალოხი, ედუ, ნეისმითი - მილერი (81. ლაფერტი).
მაყურებელი: 76 000
არბიტრი: ო. ბენკერენშა (პორტუგალია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მანჩესტერი
პირველი კუთხური: -
პირველი ჯარიმა: მანჩესტერი
პირველი გაფრთხილება: რეინჯერსი
6 (0) დარტყმა 1 (1)
8 ჯარიმა 5
0 კუთხური 0
1 გაფრთხილება 2
60% ბურთის ფლობა 40%

ბურსასპორი-ვალენსია 0:4
ბურსასპორი: ივანკოვი - ტანდოგანი, ერდოგანი, სტეპანოვი, ვედერსონი - ჩიმშირი, ერგიჩი (77. სვენსონი) - ვოლკან შენი, ინსუა, იპეკი - ნუნიესი.
ვალენსია: სესარი - ბრუნო, დ. ნავარო, რ. კოშტა, მატიო - თოფალი, კოსტა (81. ფერნანდეში) - ხოაკინი, დომინგესი (77. მატა), პ. ერნანდესი - ადურისი (73. სოლდადო).
გოლები: 0:1 კოსტა (16), 0:2 ადურისი (41), 0:3 პ. ერნანდესი (68), 0:4 სოლდადო (76)
მაყურებელი: 19 000
არბიტრი: ს. მოენი (ნორვეგია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ვალენსია
პირველი კუთხური: ბურსასპორი
პირველი ჯარიმა: ბურსასპორი
პირველი გაფრთხილება: -
2 (2) დარტყმა 6 (4)
2 ჯარიმა 4
1 კუთხური 3
0 გაფრთხილება 0
44% ბურთის ფლობა 56%

D ჯგუფი

კოპენჰაგენი-რუბინი 1:0
კოპენჰაგენი: ვილანდი - პოსპეხი, ოტესენი, ანტონსონი, ვენდტი - ვინგაარდი (90. ზანკა), კლოდემირი (90. ნორეგაარდი), კვისტი, გრონკიაერი - ნდოიე, სანტინი (75. ბოლანოსი).
რუბინი: რიჟიკოვი - სალუქვაძე, ორეხოვი, ბოკეტი (65. კუზმინი), ანსალდი - კალეშინი, მურავსკი, ნობოა, კ. ედუარდო (77. გიოკდენიზი) - მარტინსი, კორნილენკო.
გოლი: 1:0 ნდოიე (87)
მაყურებელი: 29 561
არბიტრი: თ. აინვალერი (ავსტრია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: რუბინი
პირველი კუთხური: რუბინი
პირველი ჯარიმა: კოპენჰაგენი
პირველი გაფრთხილება: რუბინი
2 (1) დარტყმა 8 (3)
6 ჯარიმა 6
2 კუთხური 3
0 გაფრთხილება 2
53% ბურთის ფლობა 47%

ბარსელონა-პანათინაიკოსი 5:1
ბარსელონა: ვალდესი - დ. ალვეში, პიკე (75. მილიტო), პუიოლი, აბიდალი - ჩავი (79. მასკერანო), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ვილია (69. კრკიჩი), პედრო.
პანათინაიკოსი: ცორვასი - მარინოსი, ბუმსონგი, კანტე, ვინტრა - ჟ. სილვა, სიმაო - გოვუ (70. ლ. გარსია), კაცურანისი (64. კარაგუნისი), ლეტო (80. ნინისი) - სისე.
გოლები: 0:1 გოვუ (20), 1:1 მესი (22), 2:1 ვილია (33), 3:1 მესი (45), 4:1 პედრო (78), 5:1 დ. ალვეში (93)
მაყურებელი: 98 772
არბიტრი: ნ. რიცოლი (იტალია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბარსელონა
პირველი კუთხური: კუთხური
პირველი ჯარიმა: პანათინაიკოსი
პირველი გაფრთხილება: პანათინაიკოსი
15 (9) დარტყმა 1 (1)
2 ჯარიმა 5
3 კუთხური 0
0 გაფრთხილება 1
74% ბურთის ფლობა 26%


კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 890 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg