ერთ კალენდარულ წელიწადში ექვსი ტიტულის მოპოვების შემდეგ, სურპრიზი აღარ არის, რომ ბარსას ხუთი ფეხბურთელი (ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, ხავი ერნანდესი, იაია ტურე და დანიელ ალვეში) ფრანგული სპორტული გაზეთის მიერ არჩეულ "2009 წლის ოცნების გუნდში” მოხვდა. მესი, ხავი და ალვეში გასულ წელსაც იყვნენ სიაში, ბრაზილიელმა კი სამი წლის მანძილზე მოახერხა ტიტულის შენარჩუნება. ხავი ერნანდესს ახასიათებენ, როგორც "ბარსას წარმატების სიმბოლოს, ფეხბურთელს, რომელიც თამაშის სუნთქვაა მისი ნიჭიერების, ხარისხის და ხედვის გამო.” აი 2009 წლის ოცნების გუნდის სრული შემადგენლობაც: მეკარე: იკერ კასილასი (ესპანეთი, მადრიდის რეალი) მცველები: დანიელ ალვეში (ბრაზილია, ბარსელონა), ნემანია ვიდიკი (სერბეთი, მანჩესტერ იუნიტედი), ჯონ ტერი (ინგლისი, ჩელსი) და პატრიკ ევრა (საფრანგეთი, მანჩესტერ იუნაიტედი) მიდფილდერები: ხავი ერნანდესი (ესპანეთი, ბარსელონა), მაიკლ ესიენი (განა, ჩელსი) და იაია ტურე (აივორის სანაპირო, ბარსელონა) ფორვარდები: ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა), დიდიე დროგბა (აივორის სანაპირო, ჩელსი) და ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, ბარსელონა)
|