//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
"ბარსა" ფინალშია - 17 დეკემბერში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 17 » "ბარსა" ფინალშია
"ბარსა" ფინალშია
3:33 PM



მსოფლიოს საკლუბო მეექვსე ჩემპიონატის ფინალი ტრადიციული იქნება - ამჯერადაც ერთმანეთს სამხრეთ ამერიკისა და ევროპის საუკეთესო კლუბები დაუპირისპირდებიან. კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული "ესტუდიანტესი", რომელმაც პირველ 1/2-ფინალში სამხრეთკორეული "პოჰანგი" დაამარცხა (2:1), თავის მომავალ მეტოქეს "ბარსელონასა" და მექსიკური "ატლანტეს" შეხვედრაში ელოდა.
მიმდინარე წელს კატალონიელებმა ხუთი ტიტულის მოგება მოახერხეს (ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი) და სურთ, მათთვის ასეთი წარმატებული წელი მაჟორულად დაასრულონ. მით უმეტეს, რომ საკლუბო მუნდიალის გამარჯვებულები ისინი არასდროს ყოფილან (არც ამ ტურნირის წინამორბედი საკონტინენტთაშორისო თასი მოუგიათ). მოკლედ, "ბარსა" საკლუბო მუნდიალს მთელი სერიოზულობით მოეკიდა და ხოსეპ გვარდიოლამ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უძლიერესი შემადგენლობა იახლა.
ამის მიუხედავად, შეხვედრის დებიუტში მოულოდნელად მექსიკელები დაწინაურდნენ. "ატლანტეს" უკანახაზელის მიერ გაკეთებული დაახლოებით 50-მეტრიანი გადაცემის შემდეგ, გილერმო როხასმა სისწრაფეში პიკესა და დანი ალვეშს აჯობა და ვიქტორ ვალდესს ბურთი თავზემოთ გადაუგდო. კატალონიელებმა წონასწორობა პირველ ნახევარშივე აღადგინეს - ხავის კუთხურის შემდეგ, მაღალი ბურთისთვის ბრძოლა იაია ტურემ მოიგო, შედეგიანი დარტყმა კი პირად ანგარიშზე სერხი ბუსკეტსმა ჩაიწერა - 1:1.
ლიონელ მესიმ ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ დაასახელეს ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. არგენტინელი შემტევი აბუ დაბიში მცირე ტრავმით ჩავიდა. ამიტომ, გვარდიოლამ მისი ძირითადში დაყენება არ გარისკა და "ოქროს ბურთის" მფლობელი მოედანზე მხოლოდ 53-ე წუთზე შეუშვა. თამაშში ჩართვიდან ერთ წუთში კი, მესიმ "ბარსას" დაწინაურება მოახერხა - ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ვილართან ერთი-ერთზე გასულ არგენტინელს მექსიკელთა კიპერთან გასწორება არ გასჭირვებია.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 66-ე წუთზე პედრომ დააფიქსირა, რომელსაც ასისტენტობა ანდრეს ინიესტამ გაუწია. აღსანიშნავია, რომ ამ დარტყმით პედრომ ერთგვარი რეკორდი დაამყარა - იგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში გოლის გატანა ექვს სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირში მოახერხა.
მოკლედ, "ბარსელონამ" ფინალში გააღწია და 19 დეკემბერს "ესტუდიანტესს" დაუპირისპირდება. აქამდე ჩატარებული 5 საკლუბო მუნდიალიდან, 3 სამხრეთამერიკელებს აქვთ მოგებული, ბოლო ორში კი ევროპელებმა იმარჯვეს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2006 წლის ფინალში "ბარსა" ბრაზილიურ "ინტერნასიონალთან" დამარცხდა (0:1). ასე რომ, კატალონიელებს შაბათს რევანშის აღებისა და "ბებერი კონტინენტისთვის" წონასწორობის აღდგენის შანსი ექნებათ.

 

 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

1/2-ფინალი
აბუ დაბი, "შეიხ ზაიედ სპორტს სიტი"
ატლანტე (მექსიკა)-ბარსელონა (ესპანეთი) 1:3 (1:1)

ატლანტე: ვილარი, გერერო როდრიგესი, მიგელ მარტინესი, ველასკესი (პერეირა 63), ხოსე გონსალესი, როხასი, ბერმუდესი, სანტიაგო სოლარი (კარევიჩი 56), ნავარო, არეოლა, ლუგო
მწვრთნელი: ხოსე კრუსი.
ბარსელონა: ვალდესი, აბიდალი, პუიოლი, დანი ალვეში, მარკესი (პიკე 53), იაია ტურე (მესი 53), ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა (ბოიანი 75), იბრაჰიმოვიჩი, პედრო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: 0:1 როხასი (4), 1:1 ბუსკეტსი (35), 1:2 მესი (54), 1:3 პედრო (66).
გაფრთხილება: სანტიაგო სოლარი (7), გერერო როდრიგესი (40), დავიდ ველასკესი (61); იბრაჰიმოვიჩი (65), პიკე (90).
მსაჯი: კარლოს სიმონი (ბრაზილია).
დარტყმა 2 (2)-11 (5); ჯარიმა 13-10; კუთხური 1-9; თამაშგარე 3-3; სეივი 2-1.

 

 მატჩი მე-5 ადგილისთვის
აბუ დაბი, "შეიხ ზაიედ სპორტს სიტი"
მაზემბე (კონგო)-ოკლენდი (ავსტრალია) 2:3 (0:1)
მაზემბე:
კიდიაბა, მაბელე, კასუსულა, მილანდუ, მპუტუ, ბედი, ეკანდა, მიჰაიო, მვეტე (ბაკულა 25), კაბანგუ (კალუიტუკა 73), კასონგო.
მწვრთნელი: დიეგო გარძიტო.
ოკლენდი: გოტარდი, ვილევიჩი, ჰოგი (ვან სტეედენი 74), პრიტჩეტი, კემპბელი, კისოკი, კუმბერსი, უილიამსი, ჰეინი, კოპრივჩიჩი (იანგი 46), დიკინსონი (მორგანი 46).
მწვრთნელი: პოლ პოსა.
გოლები: 0:1 ჰეინი  (29), 1:1 კასონგო (59), 2:1 კასუსულა (66), 2:2 ჰეინი (72), 2:3 ვან სტეედენი (90).
გაფრთხილება: მილანდუ (57); კოპრივჩიჩი (10).
გაძევება: კიდიაბა (23).
მსაჯი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა).
დარტყმა 9 (3)-5 (4); ჯარიმა 6-2; კუთხური 8-4; თამაშგარე 1-1; სეივი 1-1.

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1149 | დაამატა: ბექა | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg