ლა ლიგის მომდევნო მატჩი გაიმართება კამპ ნოუზე დღეს, 11 საათზე,
ვეთამაშებით მეხუთე ადგილზე გასულ მალიორკას. ორი უგოლო თამაშის შემდეგ,
იმედი გვაქვს, რომ ამ თამაშს მოვიგებთ. პირველად ამ სეზონზე გუარდიოლას
საწყისი შემადგენლობის ოცივე ფეხბურთელი ჰყავს ფორმაში. დღეს გუარდიოლამ თქვა: "ბევრ რამეში ამ სეზონში უკეთესი გუნდი ვართ”. მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები იბრაჰიმოვიჩის შემოთავაზებებს, და კეიტაც, როგორც ფეხბურთელი, გაუმჯობესდა, სამწუხაროდ, გუნდში მაინც არის რაღაც ხარვეზები. ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრაში გუნდი გვაჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლია.
მალიორკას დამარცხება არ იქნება ადვილი, როგორც წინა სეზონზე გამოჩნდა. ამ სეზონზე მალიორკამ 17 ქულის მოპოვება შეძლო, თუმცა აქედან 15 სახლში თამაშისას მოიპოვა ასე, რომ გასვლითი თამაშები ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს. საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს მარცხენა ფრთიდან, გონსალო კასტროს სახით. ასევე საინტერესო იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ფელიპე მატიონისთვის თვალის დევნება, რომლის შესანიშნავი დებიუტი შედგა გასულ კვირას რასინგთან 1-0 მოგებულ შეხვედრაში.
შემდეგ საერთაშორისო ტაიმ-აუტზე გასვლის წინ ტოპ-ადგილის მოსაპოვებლად ამ შეხვედრის მოგება გვჭირდება. რეალ მადრიდი სულ რაღაც ერთი ქულით ჩამოგვრჩება და, სავარაუდოდ, ისინი ატლეტიკოს დამარცხებას ადვილად შეძლებენ. სულ რამდენიმე გოლი გვჭირდება, მაგრამ ამ შედეგის მისაღწევად, საჭიროა ისეთი ფეხბურთელე;ბის ამოქმედება, როგორიცაა ლეო მესი და ანდრეს ინიესტა. ტიერი ანრი, სავარაუდოდ, უფრო მეტ დროს მიიღებს ვიდრე ოთხშაბათის შეხვედრაზე (8 წუთი), თუმცა შესაძლოა მან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს. თავდაპირველად, გუარდიოლა უნდა დარწმუნდეს, რომ ყაზანთან შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა არ დაუკარგავთ, ასეთ შემთხვევაში, ის იგივე შემადგენლობით დაიწყებს.
24 თამაშიდან, ბარსელონამ მოიგო 15, ფრედ დაამთავრა 6, ხოლო მალიორკამ მხოლოდ 3 თამაშის მოგება შეძლო.
საწყისი 11: ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ხავი, ტურე, კეიტა, მესი, იბრაჰიმოვიჩი, ინიესტა.
პროგნოზი: ბარსა : მალიორკა – 3:0