//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
ბარსა : მადრიდის ატლეტიკო – 5:2 - 20 სექტემბერში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 20 » ბარსა : მადრიდის ატლეტიკო – 5:2
ბარსა : მადრიდის ატლეტიკო – 5:2
9:14 PM


გუშინდელ მატჩში ბარსამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უძლიერესია. პირველმა ნახევარმა გასული სეზონის საუკეთესო მატჩებიც მოგვაგონა. ლეო მესიმ ახალი კონტრაქტის დადებას შთამბეჭდავი თამაშით უპასუხა: გუნდს ორი ქულა მოუტანა და ერთი შედეგიანი ჩაწოდებაც მიიწერა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის და დანი ალვეშის გოლების შემდეგ კი ჩვენი მოლოდინი 100%-ით გამართლდა და თამაში მართლაც სანახაობრივი გამოვიდა.
სულ რაღაც 54 წამის შემდეგ ტიერი ანრიმ, რომელიც აშკარად მოტივირებული იყო ოთხშაბათს მისი ჩანაცვლების შემდეგ, შესანიშნავი დარტყმა განახორციელა 20 იარდის მანძილიდან, რომელიც ბადეს გარედან მოხვდა და უკან გამოვარდა. შოკმა ვერ შეძლო ატლეტიკოს “გაღვიძება” და რამდენიმე წუთის შემდეგ ბარსა დაწინაურდა. მაქსველმა მიიღო ბურთი ვალდესისგან და გაათამაშა ბუსკეტსისკენ, რომელმაც აბსოლუტური სიზუსტით გაზომილი პასი მიაწოდა აბრაჰიმოვიჩს, რის შედეგადაც შვედმა ფეხბურთელმა თავისი კლასი აჩვენა დიდებული დარტყმით.
მე-16 წუთზე ქსავიმ მესის ჩააწოდა, რომელმაც ბურთის მკერდზე გათამაშებით და სხარტი მოძრაობით კიდევ ერთი ბურთი შეაგდო მოწინააღმდეგის კარში. მესის შესანიშნავი გოლის შემდეგ სხვაობა 2 ქულა გახდა.
ატლეტიკომ თამაში 20-ე წუთიდან დაიწყო, როცა მაქსი როდრიგესი ორჯერ მოხვდა სახიფათო მდგომარეობაში, ერთხელ პირდაპირ ვალდესისკენ, მეორედ კი ჩიგრინსკის იშვიათი შეცდომის შემდეგ. თუმცა ჩიგრინსკიმ მოგვიანებით გამოასწორა შეცდომა. 30-ე წუთზე მესი 30 იარდის დაშორებით იმყოფებოდა, ალვეში დასარტტყმელად მოემზადა და დიდებული დაბალი დარტყმით კიდევ ერთი ქულა მოიპოვა.
დიეგო ფორლანს კარგი შანსი ჰქონდა 37-ე წუთზე, მაგრამ ვალდესმა შეძლო დარტყმის მოგერიება, და როცა ფორლანმა კიდევ ერთხელ სცადა დარტყმა მარჯვენა ფლანგიდან, პიკემ შეძლო კარის დაცვა. 41-ე წუთზე ბარსამ მეოთხე გოლის გატანაც მოახერხა იბრაჰიმოვიჩის პასის შემდეგ. მესიმ ბურთი გადასცა კეიტას, რომელმაც მარტივი სამუშაო შეასრულა 5 იარდის მანძილიდან.
ატლეტიკომ მოახერხა ბურთის შეგდება პირველი ნახევრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე. აგუეროს გოლი ვალდესის მიერ გაშვებული პირველი ბურთი იყო 566 წუთის მანძილზე, რითაც მან თავისი პირველი “რეკორდი” მოხსნა – 542 წუთი.
მეორე ნახევარი დიდი ინტენსივობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ბარსამ გააგრძელა ბრძოლა და შეძლო თამაშის კონტროლი. 58-ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, როცა ანრიმ მესის ჩააწოდა, მაგრამ რობერტომ მოახერხა სიტუაცის განტვირთვა. მესის კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მცველების წინააღმდეგობა საკმაოზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა.
84-ე წუთზე ფორლანმა მოახერხა ატლანტიკოსთვის იმედის ჩასახვა, თუმცა მესიმ საბოლოო ანგარიშის, 5-2 დასმა მოახერხა ალვეშსა და ანდრეს ინიესტას შორის გათამაშებული საუკეთესო კომბინაციის შემდეგ.
საბოლოო ჯამში ატლეტიკომ მწირი დაცვა აჩვენა: მათ ხავის ზედმეტი თავისუფლება მისცეს. თამაშის ვარსკვლავი მაინც მესი იყო მაშინ, როცა ხავიმ, ალვეშმა და პიკემ თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოადგინეს. იბრაჰიმოვიჩმა თავი პირველი გოლით დაგვამახსოვრა, თუმცა პასიურობდა განსაკუთრებით მეორე ნახევარში. ჩიგრინსკიმ და მაქსველმა კარგი გუნდური თამაში აჩვენეს მიუხედავად რამდენიმე შეცდომისა პირველ ნახევარში, რომელმაც შანსი მისცა მაქსი როდრიგესს. ინიესტა ვერ იყო ჩვეულ ფორმაში, თუმცა ეს არცაა გასაკვირი ხანგრძლივი რეაბილიტაციური პერიოდის შემდეგ.
გოლები: იბრაჰიმოვიჩი – 2-ე წუთი;
მესი – 16-ე წუთი;
ალვეში – 30-ე წუთი;
კეიტა – 41-ე წუთი;
აგუერო – 45-ე წუთი;
ფორლანი – 85-ე წუთი;
მესი – 93-ე წუთი.
                                                                          
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1306 | დაამატა: gvanci | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg