//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
“არსენალი” 2:2 “ბარსელონა” (მიმოხილვა, სტატისტიკა) - 1 აპრილში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » “არსენალი” 2:2 “ბარსელონა” (მიმოხილვა, სტატისტიკა)
“არსენალი” 2:2 “ბარსელონა” (მიმოხილვა, სტატისტიკა)
2:53 PM




,,ფანტასტიკური ღამე”

დღევანდელი საღამო ალბათ ბევრს დაამახსოვრდება, როგორც ფეხბურთის დღე – ,,ბარსელონამ” და ,,არსენალმა” ორივემ აჩვენეს ის, რაც დღევანდელ ფეხბურთში იშვიათია. ,,ბარსელონამ” – არამიწიერი თამაში 69 წუთის განმავლობაში, თითქოს ისინი  ინგლისის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს – ,,არსენალს” კი არა, ვიღაც ქუჩის სახელდახელოდ შეკრებილ მოყვარულებს ეთამაშებოდნენ. ლონდონური პუბლიკა, მთელი ინგლისი და მსოფლიო ალბათ პირდაღებული შესცქეროდა ამ სანახაობას. – ,,არსენალმა”  კი აჩვენა, რომ ფეხბურთში გამოუვალი სიტუაციებიდანაც არსებობს გამოსავალი. გარდატეხის მოხდენა ასეთ თამაშში, მხოლოდ დიდი გუნდების ხვედრია. ეს თამაში, ნამდვილად ღირსეული ,,გაგრძელება” იყო 99 წელს ,,უემბლიზე” ჩატარებული შეხვედრის (4:2 ,,ბარსას” სასარგებლოდ) და ჩემპიონთა ლიგის 2006 წლის ფინალის. ჩვენ კიდევ ერთი ასეთი შეხვედრა გველის, – ,,კამპ ნოუზე” – თუმცა ამჯერად პიკეს, პუიოლის და ფაბრეგასის გარეშე.

რაც შეეხება შეხვედრას. ,,ბარსამ” ისე მძლავრად დაიწყო, როგორც არასდროს. პირველ 8 წუთში ბარსელონელმა ფეხბურთელებმა იმდენი მომენტი შექმნეს, რამდენსაც ზოგჯერ მთელი თამაშის მანძილზე ვერ ქმნიან სუსტ გუნდებთან. ალმუნია რაღაც სასწაულებით ახერხებთა გუნდის გადარჩენას – 1 ტაიმში ,,ბარსა” 10 კაცით თამაშობდა, ვინაიდან იბრაჰიმოვიჩი ბურთების ,,მაზვის” გარდა, დაკარგვებით (10! დაკარგვა პირველ ტაიმში) და არაზუსტი პასებით (8 არაზუსტი პასი პირველ ტაიმში) იყო ,,დაკავებული”. მართლაც საოცარია, რა უთხრა გვარდიოლამ ისეთი იბრაჰიმოვიჩს შესვენებაზე, რომ მე-2 ტაიმში უკვე სათამაშოდ, მხოლოდ (სამწუხაროდ მხოლოდ ზლატანი) ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოვიდა. ზლატანმა, რომელიც ამ თამაშში აშკარად იმსახურებს საუკეთესო შეფასებებს, თავისი ნამდვილი სახე და პიროვნება აჩვენა მეორე ტაიმში. მანამ, სანამ მისი თანაგუნდელების უმეტესობამ თამაში დროზე ადრე მოგებულად ჩათვალა, – მან მხოლოდ 2 ბურთი დაკარგა (24 შეხებიდან), 8-დან 8 ზუსტი გადაცემა და ორი ბრწყინვალე, ოსტატური გოლი გაიტანა ალმუნიას კარში. თუ ზლატანი ისეთ თამაშს განაგრძობს, როგორც მე-2 ტაიმში ითამაშა – ,,ბარსას” ბედს ,,ძაღლი არ დაჰყეფს”.

ზლატანის ბევრისთვის მოულოდნელმა ბრწყინვალე თამაშმა მეორე ტაიმში, ოდნავ დაჩრდილა ,,ბარსას” ,,ტვინი” ჩავი. პირადად, ამ სტატიის ავტორს სიტყვები არ მეყოფა ამ ფეხბურთელის სადიდებლად. მოგებულ, წაგებულ თუ ფრედ ნათამაშევ თამაშებში ჩავი უფრო ხშირად გენიალურია, ვიდრე თუნდაც ,,ვარსკვლავური”.

,,ბარსადან” ძალიან კარგად და დამაჯერებლად ითამაშა ვალდესმა, თუმცა მან შეიძლება ითქვას ,,ზედმეტი” თავდაჯერებულობის გამო გაუშვა ბურთი, რომლის მსგავსის აღება მას შეუძლია. ერთ-ერთ მომენტში კი ვალდესმა ისეთი თავური დარტყმული მოიგერია, რომ ფეხბურთის ისტორიაში ნებისმიერი მეკარე შურით თვალებს ,,დაბრეცავდა”.

კარგი იყო ,,ბარსას” ცენტრალური წყვილი, პიკე/პუიოლი, თუმცა მათ ბოლომდე ვერ გაძლეს. ამაში რა თქმა უნდა მსაჯით ,,წაეხმარა” და საკმაოდ საეჭვო პენლატი დანიშნა, თან პუიოლს წითელი ბარათიც აჩვენა.

რაც შეეხება სერხიო ბუსკეტსს, ამ ფეხბურთელმა მართლაც უდიდესი სამუშაო შეასრულა, მისი პრესინგი, ორთაბრძოლებში გამარჯვება ბოლოს უღებს მეტოქის ნახევარმცველებს, თუმცა მისმა უხეშმა შეცდომებმა დიდწილად განაპირობებს დღევანდელი ფრე. რატომღაც ,,ჩუმად” იყო მესი, ჩვენ ვერ ვიხილეთ მისი დრიბლინგები, მიზანი კი მას აშკარად არეული ჰქონდა. მესი უბრალოდ არჩევდა სხვისთვის ზუსტად მიეწოდებინა პასი და თვითონ განგზე გამდგარიყო.

აშკარად ვერ ითამაშა პედრომ, მან თითქმის ვერ აჯობა კლიშის. ძალიან ინტერტული იყო კეიტა (მხოლოდ 40 შეხება) – გასაკვირია, რომ გვარდიოლამ ისინი ბოლომდე გააჩერა მოედანზე. არათანაბრად ჩაატარეს შეხვედრა ,,ბარსას” განაპირა მცველებმა, თუმცა მათ ძირითადად ვერაფერს ,,დავაბრალებთ”.

,,არსენალი” – ,,ბარსელონა"

დარტყმები სულ (კარისკენ): 6 : 22

დარტყმები კარში: 3 : 11

ბურთის ფლობა: 36% : 64%

მეტოქის საჯარიმოში ბურთით შესვლა: 17 : 23

კუთხურები: 0 : 4

ჯარიმები: 18 : 10

ყვითლები: 5 : 1

წითლები: 0 : 1

თამაშგარე: 2 : 4

ბურთის დაცვიდან გამოტანა/მოგერიება: 48 : 42

პასები სულ: 324/418 : 615/692

ზუსტი პასი: 78% : 89%

,,მქკ” ნახევარდაცვის ზონებში: 15 : 20

,,მქკ” მეტოქის საჯარიმოში: 2 : 3

ორთაბრძოლებში გამარჯვება (,,მიწაზე”): 44 : 56

ორთაბრძოლებში გამარჯვება (,,ჰაერში”): 7 : 1

ინდივიდუალური სტატისტიკა:

გოლები: იბრაჰიმოვიჩი 2, უოლკოტი, ფაბრეგასი (პენ.);

საგოლე პასები: ჩავი, პიკე, ბენტნერი;

ასისტენტობა (საგოლე მომენტის შექმნა თანაგუნდელისთვის): ჩავი 5, ალვეში 2, ბენტნერი 2;

დარტყმა კარისკენ: მესი 7, იბრაჰიმოვიჩი 6;

დარტყმა კარში: მესი 4, იბრაჰიმოვიჩი 3, ბუსკეტსი 2;

დაჯარიმდნენ: სონგი 5, დიაბი 3;

წესების დარღვევით აჩერებდნენ: ბუსკეტსი 5, ალვეში 3, კეიტა 3;

ბურთის ართმევა:

1. ვალდესი 11

2-3-4. ალვეში 10; პიკე 10; ალმუნია 10

5-6. დენილსონი 9; ბუსკეტსი 9;

(პუიოლი 6, მაქსველი 6, ჩავი 4, პედრო 3, მილიტო 2, კეიტა 2, იბრაჰიმოვიჩი 1, ანრი 1)

ბურთის დაცვიდან გამოტანა/მოგერიება:

1. პიკე 11 (26% მთელი გუნდური მოგერიების)

2-3. ბუსკეტსი 7 (17% მთელი გუნდური მოგერიების); ალვეში 7 (17% მთელი გუნდური მოგერიების)

4-5. სონგი 7 (15% მთელი გუნდური მოგერიების); კლიჩი 7 (15% მთელი გუნდური მოგერიების);

(ბუსკეტსი 5, ალვეში 5, პუიოლი 4, ტურე 3, ვალდესი 1, მილიტო 1, იბრაჰიმოვიჩი 1, ინიესტა 1)

ფინტი:

ვინ გამოიყენა:

ჩავი 2-ცდიდან 2 წარმატებული

ბუსკეტსი 2 ცდიდან 2 წარმატებული

ბენტნერი 2 ცდიდან 2 წარმატებული

ებუე 2 ცდიდან 2 წარმატებული

ნასრი 4 ცდიდან 3 წარმატებული

დიაბი 3 ცდიდან 2 წარმატებული

მესი 4-ცდიდან 2 წარმატებული

ალვეში 4 ცდიდან 2 წარმატებული

კლიჩი 2 ცდიდან 1 წარმატებული

კეიტა 1 ცდიდან 0 წარმატებული

ანრი 1 ცდიდან 0 წარმატებული

იბრაჰიმოვიჩი 1 ცდიდან 0 წარმატებული

პედრო 2 ცდიდან 0 წარმატებული

ვისთან გამოიყენეს:

1. კლიშისთან 2 სცადეს, 0 გამოუვიდათ

პიკესთან 1 სცადეს, 0 გამოუვიდათ

დიაბისთან 1 სცადეს, 0 გამოუვიდათ

ნასრისთან 4 სცადეს, 2 გამოუვიდათ

დენილსონთან 2 სცადეს, 1 გამოუვიდათ

სონგთან 6 სცადეს, 4 გამოუვიდათ

მაქსველთან 1 სცადეს, 1 გამოუვიდათ

პუიოლთან 1 სცადეს, 1 გამოუვიდათ

ალვეშთან 4 სცადეს, 3 გამოუვიდათ

ბუსკეტსთან 5 სცადეს, 4-ჯერ გამოუვიდათ

კეიტასთან 2 სცადეს, 2-ჯერ გამოუვიდათ

,,მქკ” ნახევარდაცვის ზონებში: ალვეში 9, ჩავი 5;

,,მქკ” მეტოქის საჯარიმოში: პედრო 1, მესი 1, იბრა 1, უოლკოტი 1, ნასრი 1;

ორთაბრძოლების რაოდენობა და გამარჯების % (როგორც ,,I ისე II სართულზე”):

ბუსკეტსი 68% (15/22)

პიკე 67% (6/9)

ჩავი 67% (2/3)

მაქსველი 67% (2/3)

კლიში 64% (7/11)

ფაბრეგასი 63% (5/8)

დენილსონი 63% (5/8)

ალვეში 60% (12/20)

კეიტა 57% (4/7)

ბენტნერი 54% (7/13)

დიაბი 50% (9/18)

პუიოლი 50% (4/8)

ვერმალენი 50% (4/8)

იბრაჰიმოვიჩი 44% (4/9)

ებუე 44% (4/9)

ნასრი 43% (6/14)

მესი 36% (5/14)

ანრი 33% (1/3)

არშავინი 33% (1/3)

სონგი 23% (3/13)

პედრო 18% (1/8)

მილიტო 0 (0/1)

სანია 0 (0/1)

უოლკოტი 0 (0/2)

გალასი 0 (0/0)

პასი სულ და პასის სიზუსტე:

გალასი 100% (7/7)

ვალდესი 96% (24/25)

პუიოლი 95% (40/42)

ჩავი 93% (113/122)

კეიტა 93% (25/27)

მესი 93% (37/40)

მაქსველი 92% (45/49)

დენილსონი 92% (36/39)

პიკე 91% (73/80)

ბუსკეტსი 90% (89/99)

ალმუნია 88% (29/33)

ებუე 88%

სონგი 87% (34/39)

ალვეში 86% (96/112)

ფაბრეგასი 84% (36/43)

ვერმალენი 82%

პედრო 81% (47/58)

კლიში 79% (38/48)

სანია 75%

მილიტო 75% (3/4)

იბრაჰიმოვიჩი 70% (19/27)

დიაბი 67%

ნასრი 67%

ბენტნერი 61% (20/33)

ანრი 57% (4/7)

არშავინი 56% (5/9)

უოლკოტი 38% (5/13)

ბურთის მიღება სულ და დაკარგვა (ყველაზე ცოტა/ბევრი):

ვალდესი 0 დაკარგვა, 38 შეხება – არ დაუკარგავს

გალასი 0/12 – არ დაუკარგავს

პუიოლი 1 დაკარგვა, 55 შეხება – კარგავდა ყოველ 55-ე შეხებაზე

ბუსკეტსი 6 დაკარგვა, 132 შეხება – კარგავდა ყოველ 22-ე შეხებაზე

ჩავი 7 დაკარგვა, 150 შეხება – კარგავდა ყოველ 21-ე შეხებაზე

დენილსონი 3 დაკარგვა, 58 შეხება – კარგავდა ყოველ მე-19 შეხებაზე

ვერმალენი 2/38 – კარგავდა ყოველ მე-19 შეხებაზე

ალვეში 8 დაკარგვა, 147 შეხება – კარგავდა ყოველ მე-18 შეხებაზე

სონგი 3/54 – კარგავდა ყოველ მე-18 შეხებაზე

მაქსველი 4 დაკარგვა, 62 შეხება – კარგავდა ყოველ მე-15-16 შეხებაზე

ალმუნია 4/57 – კარგავდა ყოველ მე-14 შეხებაზე

პიკე 8 დაკარგვა, 101 შეხება – კარგავდა ყოველ მე-13 შეხებაზე

კეიტა 3 დაკარგვა, 40 შეხება – კარგავდა ყოველ მე-13 შეხებაზე

კლიში 6/69 – კარგავდა ყოველ მე-11-12 შეხებაზე

ფაბრეგასი 5 დაკარგვა, 57 შეხება – კარგავდა ყოველ მე-11 შეხებაზე

ებუე – კარგავდა ყოველ მე-9 შეხებაზე

სანია 4/33 – კარგავდა ყოველ მე-8 შეხებაზე

ნასრი 7/59 – კარგავდა ყოველ მე-8 შეხებაზე

მესი 8 დაკარგვა, 60 შეხება – კარგავდა ყოველ მე-7-8 შეხებაზე

პედრო 10 დაკარგვა, 68 შეხება – კარგავდა ყოველ მე-7 შეხებაზე

მილიტო 1 დაკარგვა, 7 შეხება – კარგავდა ყოველ მე-7 შეხებაზე

დიაბი 11/61 – კარგავდა ყოველ მე-5-6 შეხებაზე

იბრაჰიმოვიჩი 12 დაკარგვა, 47 შეხება – კარგავდა ყოველ მე-4 შეხებაზე

არშავინი 3/11 – კარგავდა ყოველ მე-4 შეხებაზე

ანრი 4 დაკარგვა, 9 შეხება – კარგავდა ყოველ მე-2 შეხებაზე

ბენტნერი 18 დაკარგვა, 42 შეხება – კარგავდა ყოველ მე-2 შეხებაზე

უოლკოტი 8 დაკარგვა, 17 შეხება – კარგავდა ყოველ მე-2 შეხებაზე

მეკარეები:

ვალდესი – 1 მოგერიება (3-დან), გამოსვლაზე წარმატებული თამაში – 10

ალმუნია  – 9 მოგერიება (11-დან), გამოსვლაზე წარმატებული თამაში – 18

რაც შეეხება ლონდონურ გუნდს, არსენ ვენგერმა დენილსონი გამოყვანით, თამაში აშკარად სათავისოდ შემოატრიალა. ფიზიკურ ორთაბრძოლებში არაფერი დაუთმო ბენტნერმა ,,ბარსას” ,,ატლანტებს” – ამით მან ,,არსენალს” უდიდესი სამსახური გაუწია. აღარაფერს ვიტყვი თამაშის გმირზე – ალმუნიაზე. ლონდონელთა კაპიტანზე – ფაბრეგასზე კი უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ის აშკარად ,,საბარსელონო” მოთამაშეა – ,,რას ვიზამ, შემდეგ თამაშში თუ არა, მომავალში მაინც ვითამაშებ ,,კამპ ნოუზე” – ორაზროვნად განაცხადა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ.


კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 985 | დაამატა: ბექა | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg