//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
5:0 .... - 30 ნოემბერში 2010 - Barcamania
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 30 » 5:0 ....
5:0 ....
12:06 PM


ზედიზედ მეოთხედ ხდება, როდესაც მადრიდის "რეალი” "ელ კლასიკოს” დიდი ამბიციებითა და მოგების ასევე დიდი იმედებით ხდება, მაგრამ უკვე ტრადიციადაა ქცეული, რომ "ბარსა”-"რეალის” დაპირისპირებაში უფრო ძლიერები კატალონიელები არიან, რაც არ უნდა კარგ ფორმაში შეხვდნენ უპრინციპულეს მატჩს მადრიდელები. და მაინც - თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინ, "კამპ ნოუზე” ნაჩვენები თამაში და დაფიქსირებული შედეგი ყოველგვარ მოლოდინს აღემატებოდა. ალბათ, "ბარსელონას” არცერთ გულშემატკივარს აზრადაც არ ჰქონდა აქამდე მართლაც რომ ბრწინვალე "რეალის” "ახალ მიწასთან” (სწორედ ასეთ ითარგმნება "ნოუ კამპი”) გასწორება. "ელ კლასიკოში” 5:0 არც პირველად დაფიქსირდა და ალბათ, არც უკანასკნელად, მაგრამ მოურინიოს სახით, მძიმე არტილერიით შეიარაღებული "რეალის” ასე უსუსურად წარმოჩენამ, სავარაუდოდ, იმდენი ადამიანი მაინც დატოვა გაოცებული, რამდენიც უყურებდა გუშინდელ მატჩს.
მატჩის მაქსიმალურად მოკლე მიმოხილვა ასეთია – ფეხბურთი ცალ კარში. ცოტა განვავრცოთ და აღვნიშნოთ, რომ კატალონიელებმა, როგორც ყოველთვის, თავი ბურთის მესაკუთრეებად თავიდანვე გამოაცხადეს და ჩვეული, შემტევი განლაგებით მოედანზე გამოსულ "რეალს” საკუთარ ნახევარზე უბურთოდ მოქმედება აიძულეს. "კამპ ნოუ” აღტაცებაში პირველად ლეო მესიმ მოიყვანა, რომელმაც მე-6 წუთზე სიზუსტეზე გათვლილი ულამაზესი დარტყმით სცადა კასილიასის კარის აღება და როდესაც ეს უკანასკნელიც კი უძლური იყო, საქმეში ძელი ჩაერია.
ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ფეხბურთმა მეგობრობა არ იცის. "ბარსას” შეტევის ფლანგზე ბურთი ინიესტამ მიიღო და აბიდალის მიმართ პროგნოზირებადი გადაცემის გაკეთებას, ამჯობინა თამაში ცენტრში გადაეტანა და ხავი მეკარესთან პირისპირ გაეყვანა. მართალია, ინიესტას გადაცემას მადრიდელთა მცველმა მიმართულება შეუცვალა, მაგრამ "ბარსას” მე-6 ნომერი თავის საუკეთესო მეგობართან, კასილიასთან პირისპირ მაინც აღმოჩნდა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით "რეალის” რბევას სათავე დაედო. კასილიასი რომ გუშინ მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, ამაზე ანგარიშიც მეტყველებს. პირველი გოლის გაშვებიდან შვიდ წუთში, ესპანელმა კიპერმა საჯარიმოში შეჭრილი ვილიას მიერ კარის გასწვრივ გაკეთებული გადაცემა თითქოს კი შეაჩერა, მაგრამ ბურთი ვერ შეიმაგრა და ცარიელ კარში გატანით, პედროს ზედიზედ მე-2 "კლასიკოში” მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ამ გოლმა ცხადყო, რომ "ბარსა” "კლასიკოს” მეასედ მოგებასთან ძალზე ახლოს იყო.
ტაიმის დარჩენილმა ნაწილმაც მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. "რეალის” დონის გუნდი რომ არ დანებდა, ეს გასაკვირი არცაა და მადრიდელებმა რამდენჯერმე მოახერხეს კიდეც საკმაოდ სახიფათო იერიშის განხორციელება, მაგრამ ბოლომდე მობილიზებულ "ბარსასთან” ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, ჯერჯერობით, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.
მიხვდა რა, რომ მის გუნდს მოედნის ცენტრში უჭირდა, ჟოზე მოურინიომ, მე-2 ტაიმის დასაწყისში, შემტევი იოზილის ნაცვლად, საყრდენი ლასანა დიარა შემოიყვანა, მაგრამ "რეალს” ვერც ამან უშველა და მადრიდელებმა შესვენების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გოლი გაუშვეს. 55-ე წუთზე, მესის ჭკვიანური გადაცემის შედეგად, მეკარესთან პირისპირ გასულმა ვილიამ თავის სადებიუტო "კლასიკოში” გოლი გაიტანა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გადაცემის მომენტში "ბარსას” მე-7 ნომერი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. სამაგიეროდ, სამ წუთში, წესების სრული დაცვით გავიდა კიდევ ერთი გოლი და კვლავ მესი-ვილიას კომბინაციის შემდეგ. არგენტინელის მორიგ შედევრ პასს, ესპანელის, თანამემამულე კასილიასთან პირისპირ შეყრა და მისთვის ბურთის ფეხებშუა გატარება მოჰყვა. მადრიდელებმა იმდენი მოახერხეს, რომ ვარსკვლავებით გადაჭედილ "ბარსელონაში” ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელს, ხეფრენსაც გაატანინეს გოლი. ხეფრენის მსგავსად, შეცვლაზე შესული ბოიანის ფლანგურ გადაცემას ინიესტა ვერ შესწვდა, მაგრამ ბურთთან წარმოშობით ვენესუელელი ფეხბურთელი აღმოჩნდა და ანგარიშს საბოლოო სახე მიეცა – 5:0.
ამ 5 გოლის გატანით, "ბარსამ” ზედიზედ მეხუთედ მოიგო "კლასიკო”, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ხუთივე მოგების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი ხოსეპ გვარდიოლაა, რომელმაც წინა სეზონისგან განსხვავებით, ჟოზე მოურინიო პირწმინდად დაჩაგრა. რაც შეეხება პორტუგალიელ სპეციალისტს, როგორც ჩანს, იოჰან კრუიფის რჩევა-დარიგებების მოსმენა მან მაინც გადაწყვიტა. როდესაც სეუ ჟოზე "რეალის” მწვრთნელად ახალი დანიშნული იყო, ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მას რჩევა მისცა, რაზეც პორტუგალიელმა დაახლოებით ასე უპასუხა: "კრუიფისგან მხოლოდ 0:4 წაგებას თუ ისწავლი”. როგორც გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, მოურინიო საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლე ყოფილა.
და ბოლოს, მიუხედავად ასე უსუსურად წაგებისა, მაინც არ შეიძლება "რეალის” საჩემპიონო ბრძოლიდან ჩამოწერა. "სამეფო კლუბი” ერთ-ერთია იმ იშვიათ გუნდთაგან, რომლებიც ასეთი სამარცხვინო მარცხის შემდეგაც კი დიად კლუბებად რჩებიან. ლიდერად ქცეულ მოქმედ ჩემპიონსა და "რეალს” შორის ცხრილში სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა და მადრიდელები კატალონიელებს, ალბათ, ამოსუნთქვის საშუალებას სეზონის ბოლომდე არ მისცემენ. უბრალოდ, "რეალს” "ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის სწავლა (ან გახსენება) მართებს. თამაშის და არა ჩხუბისა და უხეშობის, როგორც ეს გუშინდელ "კლასიკოში” იყო, თუმცა, "კლასიკო” მხოლოდ ერთი მხრიდან იყო...

 

ბარსელონა, "კამპ ნოუ” 98255
ბარსელონა-რეალი 5:0 (2:0)
ბარსელონა (4-3-3):
ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ბუსკეტსი, ხავი (კეიტა 87), ინიესტა, პედრო (ხეფრენი 88), მესი, ვილია (ბოიანი 76)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
რეალი (4-2-3-1): კასილიასი, რამოსი, კარვალიო, პეპე, მარსელო (არბელოა 60), ალონსო, ხედირა, დი მარია, იოზილი (ლ. დიარა 46), რონალდუ, ბენზემა
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 1:0 ხავი (10), 2:0 პედრო (17), 3:0 ვილია (55), 4:0 ვილია (58), 5:0 ხეფრენი (90)
გაფრთხილება: ვალდესი 33, ვილია 35, მესი 45, პუიოლი 81, ხავი 90 – რონალდუ 33, პეპე 36, ალონსო 51, კარვალიო 72, რამოსი 73, ხედირა 75
გაძევება: რამოსი 75
მსაჯი: იტურალდე გონსალესი


 

გუნდი
1 ბარსელონა 13 11 1 1 38-8 34
2 რეალი 13 10 2 1 33-11 32
3 ვილიარეალი 13 8 3 2 26-12 27
4 ესპანიოლი 13 8 1 4 15-15 25
5 ვალენსია 13 7 3 3 19-13 24
6 მალიორკა 13 6 3 4 15-13 21
7 ატლეტიკო 13 6 2 5 22-17 20
8 სევილია 13 6 2 5 20-22 20
9 სოსიედადი 13 6 1 6 19-19 19
10 ბილბაო 13 6 1 6 21-23 19
11 ხეტაფე 13 5 2 6 19-20 17
12 ოსასუნა 13 4 3 6 12-14 15
13 ჰერკულესი 13 4 3 6 14-20 15
14 დეპორტივო 13 3 5 5 11-16 14
15 რასინგი 13 4 2 7 11-19 14
16 ლევანტე 13 3 2 8 14-23 11
17 ხიხონი 13 2 4 7 11-21 10
18 მალაგა 13 3 1 9 15-27 10
19 ალმერია 13 1 6 6 9-20 9
20 სარაგოსა 13 1 5 7 12-23 8



ბომბარდირები
რონალდუ ("რეალი”) – 14, მესი ("ბარსელონა”) – 13, ლორენტე ("ბილბაო”) – 9, როსი ("ვილიარეალი”), ნილმარი ("ვილიარეალი”), ვილია ("ბარსელონა”) – 8, იგუაინი ("რეალი”), ტრეზეგე ("ერკულესი”) – 7, ფორლანი ("ატლეტიკო”) – 6.

შემდეგი ტური
4 დეკემბერი

ლევანტე-ატლეტიკო; ოსასუნა-ბარსელონა; რეალი-ვალენსია
5 დეკემბერი
ხეტაფე-მალიორკა; ალმერია-სარაგოსა; ესპანიოლი-ხიხონი; მალაგა-რასინგი; ვილიარეალი-სევილია; სოსიედადი-ბილბაო
6 დეკემბერი
დეპორტივო-ერკულესი
 

მიშა ზაქარეიშვილი
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1457 | დაამატა: beqa | რეიტინგი: 2.0/1 |
სულ კომენტარები: 1
http://s47.radikal.ru/i115/1006/dd/31e99825efe4.gif
რეიტინგი: 0
Имя: celina


დაამატა: | თარიღი: 2012-01-13, 9:41 AM 


გამარჯობათ ბატონებო,

Hows იგი აპირებს.
მინდა ეს შანსი გაცნობა მეც, ჩემი სახელი Celina მე და მუშაობს
კომპანიის სტრატეგიულ ნახვა კონსულტანტი - ლამაზი თქვენთან შეხვედრა. როგორც ვეძებ
ზოგიერთი ავტორიტეტული საიტი ბმული გაცვლა ამიტომ მინდა შესთავაზოს თქვენ
3-Way ბმული გაცვლა ჩემი sites.And დარწმუნებული ვარ ამ გაცვლის სასარგებლო იქნება
როგორც ჩვენს მიმართ იზრდება ჩვენი გვერდი რიგებში და საძიებო პოზიციონირების.

მე ნამდვილად მოუთმენლად მოისმის თქვენ მალე.

მადლობა თქვენი დრო,
Celina
0  
1

 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg