საათებიღა რჩება. მსოფლიოს დიდი ფინალის მოლოდინში გაყავს დრო. ხალხი
ესპანელთა და ჰოლანდიელთა შემადგენლობებს სწონის, შანსებს აფასებს,
ერთმანეთს ეკამათება და საღამოსთვის ლუდის მომარაგებაზე ფიქრობს.
განსაკუთრებული სჯა-ბაასი მიდის ორი ნაკრების ნახევარდაცვის შედარებაზე.
ამბობენ, ვინც ცენტრს დაიპყრობს თამაშიც იმას დარჩებაო.