მესი შესაძლოა Ballon d’Or award-ის მფლობელი გახდეს
1:09 AM
კატალონიური სპორტული გაზეთი El Mundo Deportivo წერს, რომ ლეო მესი დიდი სხვაობითაა წინ ფრანგული ფეხბურთის Ballon d’Or award-ზე, ხმის მიცემა კი ორშაბათს სრულდება. საკვირველია, მაგრამ მესის მთავარი კონკურენტი არ არის მადრიდის რეალის პორტუგალიელი კრისტიანო რონალდო, ტიტულის ახლანდელი მფლობელი, არამედ მისი თანაგუნდელი – ბრაზილიელი კაკა. ჯილდოზე ნომინირებულ 30 ფეხბურთელს შორის ბარსას სხვა ფეხბურთელებიც არიან. იაია ტურე, ხავი ჰერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ტიერი ანრი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, აგრეთვე ეტოო, მილანის რიგებში. Ballon d’Or award-ს მიიღებს მხოლოდ პირველი ადგილის მფლობელი. ხმის მიცემის უფლება ენიჭება ფიფა-ს კონფედერაციის ჟიურის წევრებს ყველა კონტინენტიდან. როგორც ამბობენ, მესის მხარს უჭერენ ყველა კონტინენტის წარმომადგენლები, სამხრეთ ამერიკის ჩათვლით. თუ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, მესი Ballon d’Or award-ის გამრჯვებული გახდება 1 დეკემბერს და ჯილდო გადაეცემა 6 დეკემბერს, პარიზში.