ბარსას შანსი აქვს ოთხიდან
მეოთხე თამაში მოიგოს ხვალ, კანტაბრიაში. გუარდიოლამ დაასახელა 19
ფეხბურთელი ამ თამაშისთვის. ამ დროისთვის გუნდში რამდენიმე როტაციას უნდა
ველოდოთ, კერძოდ, პუიოლის, ტურეს და აბიდალის დაბრუნებას, რომლებიც
ატლეტიკოსთან თამაშისას ისვენებდნენ.
რეისინგმა სეზონი გეტაფესთან დამარცხებით დაიწყო, მაგრამ მაინც შეძლო ოთხი ქულის მოპოვება ატლეტიკოსთან 1-1 და მალაგასთან 2-1 ანგარიშით თამაშის შემდეგ. საინტერესო იქნება ბარსას განათხოვრებული ფეხბურთელის, ენრიკეს ნახვა, რომელმაც ვერ შეძლო გუარდიოლაზე შთაბეჭდილების მოხდენა პრე-სეზონურ თამაშებში. სახიფათოა პედრო მუნიტისი, რომელიც ასაკის მიუხედავად (34 წლის) საკმაოდ ძლიერი თავდამსხმელია. გასულ სეზონზე ბარსას გადარჩენა მესიმ მოახერხა. მაშინ ბარსამ 2-1 მოიგო მხოლოდ მისი დამსახურებით. მატჩი ცხრა ფეხბურთელით დავამთავრეთ მას შემდეგ, რაც პიკე და მარკესი გააძევეს მოედნიდან ბოლო წუთებში.
იმედია, ატლეტიკოს შემდეგ ბარსა თავის შეცდომებზე ისწავლის. მიუხედავად აგრესიული თამაშისა, ჩვენი უკანა რიგები ძლიერად არ გამოიყურებოდა. მოსალოდნელია, რომ ჩიგრინსკი რეალურ თამაშს დაიწყებს, ალბათ პუიოლთან ერთად, რაც პიკეს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. შესაძლოა, პედრომ მეორე შანსი მიიღოს ანრის ადგილზე, თუმცა გუარდიოლა გადაწყვეტს უნდა ითამაშოს თუ არა ანრიმ მესამედ შვიდი დღის მანძილზე. ეს თამაში მნიშვნელოვანია, რადგან მადრიდის რეალს მაქსიმალური შედეგი აქვს, საბოლოო რეზულტატი კი ცნობილი გახდება ოთხშაბათს რეალის ვილიარეალთან შეხვედრის შემდეგ.
ბარსა: ვალდესი, პინტო, ალვეში, პუიოლი, პიკე, მარკესი, ჩიგრინსკი, მაქსველი, აბიდალი, ბუსკეტსი, ტურე, ხავი, კეიტა, ინიესტა, პედრო, მესი, იბრაჰიმოვიჩი, ანრი, ჯეფრენი.
საწყისი 11: ვალდესი, ალვეში, პუიოლი, ჩიგრინსკი, აბიდალი, ხავი, ტურე, კეიტა, მესი, იბრაჰიმოვიჩი, პედრო.
სავარაუდო ანგარიში: რეისინგი : ბარსა – 0 : 2