მესიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ბარსელონაში 2016 წლამდე დარჩება. მისი წინა კონტრაქტის მოქმედების ვადა 2014 წელი იყო. ხელფასის გაზრდის გარდა სხვა მიზეზი არ დასახელებულა. ფეხბურთელის ფასი კი 150-დან 250 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ალბათ, ამ ცვლილების შემდეგ მანჩესტერ სიტი გადაიფიქრებს მესის ყიდვას.