ინიესტა უარყოფს, რომ გუნდს ფეხბურთელები არ ჰყოფნის
7:35 PM
ბარსელონას ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის
ფინალში ვიხილეთ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. ტრავმის გამო მას აღარ
უთამაშია, ინიესტა აღიარებს, რომ საკმაოდ მძიმე ზაფხული გადაიტანა. “ერთადერთი, რაც მინდა, თამაშია – მოედანზე გასვლა. ბევრი გადავიტანე და მსურს ისევ ფეხბურთელად ვიგრძნო თავი,” – განაცხადა მან. ინიესტამ ასევე უარყო, რომ ბარსას მოთამაშეები არ ჰყოფნის და გამოჰყო ადგილობრივი ფეხბურთელების გუნდში გადასვლის მნიშვნელობა. “ხალხმა იცის, რომ ბარსა ადგილობრივი ფეხბურთელების სიმრავლით გამოირჩევა, ჩვენ 6-7 ფეხბურთელი გვყავდა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. ასე ხდება, რადგან ბარსელონას კარგი სტრუქტურა აქვს და ჰყავს მწვრთნელი, რომელიც ენდობა საკუთარ გუნდს,” – თქვა მან. კითხვაზე, თუ როდის განაახლებს თამაშს, ინიესტამ უპასუხა, რომ ჯერჯერობით დასვენებას აპირებს, თუმცა უახლოეს მომავალში აუცილებლად გავა მოედანზე. ბარსას ფეხბურთელმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა მისი ახალი წიგნის “ერთი წელი სამოთხეში” პრეზენტაციაზე, რომელიც გასული სეზონის მნიშვნელოვან მომენტებს აღწერს.