ბარსელონას მოთამაშე ენრიკე (22) გუშინ ოფიციალურად წარადგინეს სანტანდერის რასინგის მოთამაშედ, კლუბთან მან გააფორმა ერთ წლიანი კონტრაქტი.
პრეს-კონფერენციაზე საუბრისას, ენრიკემ განაცხადა, რომ მას მიეცა შესანიშნავი შანსი წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები:"მე ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვიცი, რომ ჩემი მოსვლით კლუბს დავეხმარები, ამისათვის მომიწევს ბევრი მუშაობა და იმედი მაქვს რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ჩემი თამაშით გავახარებ ჩვენს ფანებს."