იბრაჰიმოვიჩი: “ცუდია, რომ ორი შანსი ვერ გამოვიყენე”
2:00 PM
ზლატან
იბრაჰიმოვიჩის დებიუტი გუშინ შედგა მანჩესტერ სიტისთან ამხანაგურ
შეხვედრაში. მატჩის შემდეგ მან შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს: “ძალიან ბედნიერი ვარ, ფანტასტიური იყო, თუმცა გოლის გატანა მინდოდა. ცუდია, რომ ორი შანსი ვერ გამოვიყენე. მესი შესანიშნავი იყო. მისი მოწოდებები ყოველთვის ზუსტია, დიდებული ტაქტიკა აქვს. უფრო მეტი თამაში მჭირდება, მეტი რითმი. მჯერა, ეს ყველაფერი იქნება... ვცდილობ, ტკივილზე არ ვიფიქრო. ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების ფაზაში ვარ და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიწიო წინ. ტრავმამ, რა თქმა უნდა გარკვეული გავლენა იქონია ჩემზე, თუმცა მე ფეხებით ვთამაშობ და არა, ხელებით.”