პრეს-კონფერენციაზე
ბარსელონას მენეჯერმა, ხოსე გუარდიოლამ განაცხადა, რომ ანდრეს ინიესტა და
რაფაელ მარკესი, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებენ ესპანური სუპერ თასის მეორე
ლიგაში მომდევნო კვირის ბოლოს და ევროპის სუპერ თასზე 28 აგვისტოს: “არ მგონია მზად იყვნენ. ჯერ ძალიან ადრეა. მათ სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვეს და დრო სჭირდებათ ძალების აღსადგენად. კარგია, რომ უკვე დაიწყეს გუნდთან ერთად მუშაობა, მაგრამ დაბრუნებამდე ბევრი აქვთ სამუშაო. ანდრესს ვირუსი შეხვდა შვებულების დროს და წონაში საკმაოდ დაიკლო. მასზე სერიოზული გავლენა მოახდინა ასევე ამერიკის ტურმა და დანი ხარკეს გარდაცვალებამ.” მარკესს მარცხენა კოჭის ძარღვი გაუწყდა ვარჯიშისას ამერიკაში, 5 აგვისტოს და ფორმაში ჩადგომისთვის 10-15 დღე სჭირდებოდა.
ინიესტამ მარჯვენა თეძოს კუნთი დაიზიანა 10 მაისს ვილიარეალთან თამაშის დროს. Iმის მიუხედავად, რომ მან 27 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ითამაშა მანჩესტერის წინააღმდეგ, მისი სრული გამოჯანმრთელება ჯერაც ვერ მოხერხდა. 5 ივნისს ესპანური ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო განყოფილების თანამშრომლებმა დაადასტურეს რომ ინიესტას გამოჯანმრთელებას 6-8 კვირა დასჭირდებოდა.