წარმატებული ტური ბარსელონას მოგზაურობამ შეერთებულ შტატებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა გუნდის პოპულარობა, როგორც მოედანზე, ისევე მის გარეთ. სავსე სტადიონები დასწრება სამივე მატჩზე დაუჯერებელი იყო, ლოს ანჯელესში 93317 ადამიანი მივიდა გუადიოლას გუნდისა და ლოს ანჯელეს გალაქსის თამაშის სანახავად. ეს რეკორდული რიცხვია, რომელიც არ დაფიქსირებულა 1994 წელს, შტატებში გამართული მსოფლიო თასის ფინალური მატჩის შემდეგ. სიეტლში მეორე თამაშზე რთული იყო ცარიელი ადგილის დანახვა, სადაც 66848 ფანი დაესწრო საუნდერსის წინააღმდეგ თამაშს. მესამე და უკანასკნელმა მატჩმა გუადალახარას ჩივასის წინააღმდეგ 62572 გულშემატკივრის თანდასწრებით ჩაიარა სან ფრანცისკოში. ბარსელონამ ჯამში 221557 მაყურებელი მიიზიდა სამივე თამაშზე. მინდორს გარეთ, ბარსას ფეხბურთელებმა რამდენიმე შეთანხმება დადეს ამერიკულ კომპანიებთან. ერთ-ერთი ასეთი შეთანხმება განხორციელდა მლს-თან.