ვალდესი VS კასილასი:
დავიწყოთ ბოლოდან. ვალდესი ნამდვილად არაა საუკეთესო გოლკიპერი, ამიტომ ამ რაუნდს კასილასი იგებს.
ანგარიში: ბარსა 0 – 1 მადრიდი
ალვესი VS რამოსი:
ორი საუკეთესო მცველი მსოფლიოში. რამოსი – როცა მცველი 183 სმ სიმაღლისაა, მისი პოზიცია უკვე ცხადია, მაგრამ მას გოლებიც გააქვს. პრინციპში, ისეა როგორც B.M.W. ალვესის სუსტი მხარეა სიმაღლე, ძლიერი მხარე კი: სისწრაფე, დარტყმა, თავისუფალი დარტყმები, ენერგია, მოწინააღმდეგისთვის გვერდის ოსტატურად ავლის უნარი, გოლები და მრავალი სხვა. ასე, რომ რა არის B.M.W ბუგატ ვეირონთან შედარებით? მოკლედ, აღნაგობა – რამოსი, სისწრაფე – ალვესი, გუნდური თამაში – ალვესი, ენერგია – ალვესი, ტექნიკა – ალვესი, დაცვა – რამოსი.
ანგარიში: ბარსა 1 – 1 მადრიდი
პუიოლი VS ალბიოლი
გამოცდილება პოტენციალის წინააღმდეგ. თუმცა პუიოლი, ალბათ, საუკეთესო მცველია ბარსელონას ისტორიაში. გამარჯვებული ცხადია.
ანგარიში: ბარსა 2 – 1 მადრიდი
პიკე VS პეპე
ხერარდ პიკე გასული სეზონის ერთ-ერთი უდიდესი სიურპრიზი იყო. 22 წლის ფეხბურთელი თამაშობდა ისე, თითქოს დიდი გამოცდილება ჰქონდა. ორივეს აქვს რაღაც საერთო. მოედანზე პიკე წინ მიდის, ეხმარება გუნდის წევრებს, მოედნის გარეთ კი მას ყოველთვის ჰყავს თავისი მსხვერპლი. პეპე ირჩევს და სასტიკად უსწორდება “უმწეო” ფეხბურთელებს. იკერმაც კი უთხრა მას: “ შენ სამარცხვინო ხარ ამ მაისურისთვის”.
ანგარიში: ბარსა 3 – 1 მადრიდი
აბიდალი VS მარჩელო
ანგარიში: ბარსა 4 – 1 მადრიდი
იაია VS ლას დიარა
მადრიდის საუკეთესო მოთამაშე გასულ სეზონზე. მაგრამ როცა მთელი გუნდი სუსტია, ერთ ფეხბურთელს ბევრის გაკეთება არ შეუძლია. ყველამ ვნახეთ, რას აკეთებდა დიარა, როცა ბარსა მოედანზე დაუბრკოლენლად დარბოდა. ალბათ უსამართლობაა გაკიცხო ფეხბურთელი იმის გამო, რომ მან ქსავის შეჩერება ვერ შეძლო, მაგრამ განა იაიამ არ შეაჩერა ჩელსის ცენტრალური ნაწილი დახმარების გარეშე?!
ანგარიში: ბარსა 5 – 1 მადრიდი
ქსავი VS ხაბი
ევრო 2008-ის საუკეთესო მოთამაშე, UCL-ისა და ევრო ფინალის ლეგენდა. ალონსო კარგი ფეხბურთელია, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრა, ქსავის მაინც ვერ აჯობებს.
ანგარიში: ბარსა 6 – 1 მადრიდი
ინიესტა VS რობენი
ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. რობენი სწრაფია, ინიესტა უფრო ტექნიკური, რაშია განსხვავება? ინიესტა გუნდური მოთამაშეა და უკეთესი ხედვა აქვს.
ანგარიში: ბარსა 7 – 1 მადრიდი
ანრი VS კაკა
ანრი შესანიშნავი იყო გასულ სეზონზე, თუმცა ის აღარ არის არსენალის ანრი. და მიუხედავად იმისა, რომ კაკას აღსანიშნავი არაფერი გაუკეთებია წინა სეზონზე, ის მაინც საუკეთესოა, ჯერჯერობით.
ანგარიში: ბარსა 7 – 2 მადრიდი
იბრაჰიმოვიჩი VS ბენზემა
15 გოლი ფრანგულ ლიგაში არ უდრის 25 გოლს იტალიურ ლიგაში.
ანგარიში ბარსა 8 – 2 მადრიდი
მესი VS ქ.რონალდო
რონალდო: გასაოცარი უნარები, სინათლის სისწრაფე და 41 გოლიანი სეზონი.
მესი: 38 გოლი. თუმცა რიცხობრივი სტატისტიკის მიუხედავად,
ანგარიში: ბარსა 9 – 2 მადრიდი