პირველ პრეს-კონფერენციაზე ბარსელონას ფეხბუთელმა ისაუბრა პირველი დღეების შესახებ ბარსას რიგებში.
“სამუშაო ატმოსფერო ძალიან სასიამოვოა, ყველა ზრუნავს ჩვენზე. მე ბარსას შევუერთდი მისი ისტორიის, თამაშის წესის გამო. ყველა ფეხბურთელის დამოკიდებულება, ვისაც კი ვესაუბრე, ძალიან პოზიტიურია.
როცა ხედავ, როგორ თამაშობს ბარსელონა, ხვდები, რომ ვერავინ შეძლებს მის იმიტაციას. ამიტომაცაა განსაკუთრებული აქ ყოფნა. ბარსას საკუთარი ფილოსოფია აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ისტორია, ადგილობრივი ფეხბურთელები, ატმოსფერო და სხვა პატარა დეტალები დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე ველაპარაკე ჰენრიკ ლარსონს. მან მითხრა, რომ ეს საუკეთესო კლუბია, სადაც უთამაშია და ორჯერ დაფიქრება არ მჭირდებოდა.
აქ ყველა პოზიცია განსაკუთრებულია. იტალიაში უფრო დაცვაზე ფიქრობენ, აქ კი მოგებაზე. თუ ერთ გოლს, გაიტანენ, ცდილობენ მეორეს გატანას.
ჩემპიონთა ლიგის მოგება არ არის ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ. თუ რამეზე ხარ დამოკიდებული, საქმე ცუდად წავა და ვერ მოიგებ. უბრალოდ, საჭიროა მიზანზე იფიქრო. ბარსელონამ ორჯერ მოიგო უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე, ამიტომ მათ გამოცდილება აქვთ. ჩვენ ფავორიტები ვართ და ყველაფერი უნდა მოვიგოთ, რასაც ვითამაშებთ.
მადრიდში ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა გასახდელში ამაზე არ ვსაუბრობთ. ფანტასტიური იქნებოდა გამეორება, მაგრამ მსოფლიო თასის მოგება - კიდევ უკეთესი. ჩვენ უნდა შევცვალოთ ისტორია.
რადგან ბარსამ ყველა გასული სეზონი მოიგო, წელს მადრიდის რეალზე იქნება აქცენტი. მათ ბევრი დახარჯეს ტრანსფერებში. ბარსელონას უკვე ჰყავს გუნდი, მას აქვს გამარჯვებები, დიდი გამოცდილება და ეს ყოველთვის უპირატესობაა.
ბოლო პერიოდში ბევრი ველაპარაკე გუარდიოლას, ეს ძალიან მეხმარება ინტეგრირებაში და ვიცი, რას მოითხოვს ის ჩემგან. თუ მწვრთნელი მთხოვს, რომ წნევის ქვეშ მოვაქციო მოწინააღმდეგე, ამას გავაკეთებ, როგორც ეტოო. მაგრამ ორი ფეხბურთელის შედარება შეუძლებელია. მან ბევრი გააკეთა ბარსასთვის და მეც ყველაფერს მივცემ გუნდს. მომიწევს სიტუაციას შევეჩვიო. ყველაფერს გავაკეთებ, რაც გუნდს დასჭირდება.