თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ, მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
მესი
1
პედრო
0
კეიტა
0
ვილია
1
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
Esperando Contenido Widget ...
იბრაჰიმოვიჩი: “ყველაფერი ისეა, როგორც ფილმში ბედნიერი დასასრულით” - 4 აგვისტოში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009»აგვისტო»4 » იბრაჰიმოვიჩი: “ყველაფერი ისეა, როგორც ფილმში ბედნიერი დასასრულით”
იბრაჰიმოვიჩი: “ყველაფერი ისეა, როგორც ფილმში ბედნიერი დასასრულით”
9:33 PM
მოდი, დავიწყებ და გკითხავ, როგორ ხარ? ყველაფერი შესანიშნავად მიდის, ტრავმასაც ვგულისხმობ. იმედი მაქვს, მალე შევძლებ მოედანზე გასვლას. გინდა მითხრა, რომ ფიზიკური დატვირთვა გენატრება? ვერც კი წარმოიდგენთ როგორ. ჩემთვის წარმოუდგენელი ტანჯვაა ნაპირზე დგომა და არაფრის კეთება. ამას იმიტომ ამბობ, რომ ბარსელონაში გადმოსვლა რთული იყო? ყველაფერი, რაც შემემთხვა ისეა, როგორც ფილმში ბედნიერი დასასრულით. იმედი მქონდა, რომ ბარსა მიყიდიდა და აი, მეც აქ ვარ. მოგწონს თუ არა, როცა ახალ ფაზაში გადადიხარ, ყოველთვის ეკითხები საკუთარ თავს რა შეიცვლება, როგორ შეგხვდებიან. ახლა მე ბარსას ფეხბურთელი ვარ. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ყველაფერი იმაზე უკეთაა ვიდრე წარმოვიდგენდი. მოდი იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ მოერგები ამ გარემოს. მწვრთნელი ამბობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეეგუო თამაშის ახალ სტილს და სისტემას. ეს სისწრაფე ხომ არ გაღელვებს? არანაირად. მისი მესმის. ეს საკითხი ოდნავადაც არ მაღელვებს. მე უკვე მივაღწიე გარკვეულ ასაკს და ფეხბურთს დიდი ხანია ვთამაშობ. ჩემმა თანაგუნდელებმა იციან როგორ ვმოძრაობ სტადიონზე. ასევე საშუალება მაქვს დავაკვირდე მათ და ბევრი ახალი დეტალი გავითავისო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარტივი იქნება ჩემთვის. შეგიძლია მოკლედ მოგვიყვე როგორ მოხდა გარიგება? იმის მიუხედავად, გიყვარს თუ არა ამაზე საუბარი, აცნობიერებ, რომ შენი აქ გადმოსვლა საკამათო იყო? ყველაფერზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქ ვარ. ხალხი ბევრ რამეს ლაპარაკობს, რაღაც სიმართლეა, რაღაც – ტყუილი. მართლა არ მსურს ამაზე საუბარი. ეს წარსულია და მე ის ადამიანი ვარ, ვინც აწმყოში ცხოვრობს. მე დავტოვე ინტერი. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ამ კლუბმა მომცა. თუმცა დროა ბარსელონაზე ვიფიქრო. დამეხმარე საიდუმლოს გამოაშკარავებაში: გუარდიოლამ დაგარწმუნა გადმოსულიყავი? კონტაქტი და განხილვა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კარგად ვერც ვიხსენებ, მაგრამ გუარდიოლასთან არ მილაპარაკია. ველაპარაკე ტხიკის და რაულ სანლეის, მათგან გავიგე იდეის შესახებ და შევთანხმდით რომ მოთმინებით დავლოდებოდით მოვლენების განვითარებას. ახლა ფეხბურთზეც ვისაუბროთ. რას გრძნობდი, როცა მილანიდან უყურებდი ბარსას თამაშს? გასულ სეზონზე ბარსას თამაში ფანტასტიური იყო. მან აჩვენა მიმზიდველი და საოცრად საინტერესო ფეხბურთი. ერთი შეხედვით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ გუნდი ისტორიას ქმნიდა. ძალიან მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი, ჩემი თამაშით, ჩემი გამოცდილებითა და ძალისხმევით. და გოლები? დიახ, უამრავი გოლის გატანას ვაპირებ. როცა გუნდი ერთიანია, გოლებიც თავისთავად გამოჩნდება.