//barcamania.ucoz.org/tex/11111111.png
მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლათქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმებისტუმარი | RSS


საიტის მენიუ

90football.do.am
BArceloniansFC Barselona
ФК

 
სექციის კატეგორიები
ფეხბურთელები [78]
მწრთვნელები [12]
გუნდის ისტორია [11]
სიახლეები [257]
გოლები [20]
მატჩები [36]
ქართული ფეხბურთი [39]
კალათბურთი [14]
ქართული ჩოგბურთი [3]
ლეგენდები [2]
თუ საიტზე ტექსტის ზომა არ მოგწონთ,
მაშინ დაარეგულირეთ მოცემული ღილაკებით!
http://www.hscripts.com/freeimages/icons/symbols/math/plus/plus1.gif http://froggy.lbl.gov/images/virtual/minus.gif
მინი-ჩეთი


ჩვენი გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 33
გამოკითხვა


მეს
1
http://s41.radikal.ru/i094/0910/c2/7adb508a543d.jpg
პედრო
0
http://i034.radikal.ru/0909/d9/5154a14e18a4.jpg
კეიტა
0
http://www.ligafutbol.net/wp-content/2009/07/david_villa_barcelona.jpg
ვილია
1
 
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0


Esperando Contenido Widget ...
იბრაჰიმოვიჩი: “მინდა ბერნაბეუს ფოტოზე ვიყო” - 3 აგვისტოში 2009 - Barcamania
მთავარი » 2009 » აგვისტო » 3 » იბრაჰიმოვიჩი: “მინდა ბერნაბეუს ფოტოზე ვიყო”
იბრაჰიმოვიჩი: “მინდა ბერნაბეუს ფოტოზე ვიყო”
5:44 PM


ბარსელონას ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ კატალონიურ სპორტულ გაზეთთან "El Mundo Deportivo"


როგორია პირველი დღეები ბარსელონას შემადგენლობაში?
მხოლოდ ამ თაბაშირის მოხსნა მინდა. მსურს სტადიონზე გავიდე, ვივარჯიშო გუნდელებთან ერთად, შევეხო ბურთს, მათთან ერთად ვიცინო. იცით რა არის ყველაზე კარგი? აქ ყველაფერი ისეთი მარტივია, ხალხი – ძალიან ბუნებრივი, არაფერია ხელოვნური. ჩამოსვლის მომენტიდან, ყველა თბილად შემხვდა და ეს ყველაფერს აიოლებს. გუარდიოლას იტალიურად ვეკონტაქტები, შესანიშნავად საუბრობს. მისგან უკვე მივიღე პირველი მითითებები იმის შესახებ, თუ სად უნდა ვითამაშო, ჩემი დაბმა მოუწევთ, თუ უნდათ, რომ არ ვივარჯიშო.
გუარდიოლას იცნობდით?
ვიცოდი, რომ ბარსასთან მუშაობდა, რომ მან ბარსა გადააქცია გუნდად, სადაც ყოველი მოთამაშე პატივისცემით ეპყრობა ბურთს. რა თქმა უნდა, პეპეს, როგორც ფეხბურთელს, ვიცნობდი. თუ გარდიოლას არ იცნობ და არ აღმერთებ, ესე იგი არაფერი გცოდნია ფეხბურთის შესახებ.
პეპე ყოველთვის ბურთით ავარჯიშებს?
ასეა, მაურინიო ძალიან ბევრს მუშაობს, ხოსესაც ძალიან უყვარს ბურთი. აქ მე ვნახე ინტენსიური ვარჯიში, რაც მძიმე სამუშაოა, თუმცა სწორედ ამიტომაც თამაშობენ ისინი ასე კარგად.
რით განსხვავდება ბარსა სხვა გუნდებისგან?
მე გამარჯვებულ გუნდს შევუერთდი. იცით რას ნიშნავს ეს? ვალდებული ხარ უკეთესი გახდე, ყოველდღიურად. როცა ისეთი გუნდისთვის თამაშობ, როგორიც ბარსაა, ყოველ თამაშში, ყოველი მოწინააღმდეგე 200 პროცენტით იხარჯება მარტო იმიტომ, რომ ისინი ბარსას ეთამაშებიან. მათ სურთ საუკეთესო მატჩი ჩაატარონ ბარსას წინააღმდეგ, მოტივირებულნი არიან, როგორც არასდროს და ეს გიბიძგებს იყო განსაკუთრებით კონცენტრირებული და მომზადებული. არ არის დრო დასვენებისთვის, შენ გამარჯვებული ხარ და ეს უნდა აჩვენო ყოველ თამაშში. სწორედ ესაა მთავარი.
რას ფიქრობთ მესის შესახებ?

შესანიშნავია, მესი მართლაც რომ პლეისთეიშენიდანაა, მართლა, ის იდეალურია! არ ვიცი როგორ ახერხებს ამ ყველაფრის გაკეთებას, მაგრამ ის გამორჩეულია და ძალიან მაგარი. ეს ხომ ლეო მესია! მაგრამ გაიხედავ მარცხნივ და ანრის ხედავ, შებრუნდები და იქ ინიესტაა, შემდეგ ხავი, და ფიქრობ: აქ ყველა უდიდესი ფეხბურთელია თავმოყრილი.
ალბათ, რთული იქნება წინა სეზონის გამეორება...
კი, ნამდვილად, მაგრამ მოგვიწევს.
მე ვნახე ფინალი, მაშინ დასასვენებლად ვიყავი. საერთოდ, ასეთ დროს ვცდილობ ნაკლებად ვიფიქრო ფეხბურთზე. მაგრამ მაშინ ყველაფერს დავთმობდი იმისთვის, რომ ერთ-ერთიო მათგანი ვყოფილიყავი. არა უშავს, მე ვიქნები შემდეგი წლის პოსტერზე. მე ვიქნები ბერნაბეუსის პოსტერზე (იცინის). აი, ნახავთ.
თქვენ ხომ ჯერ არ იცით რას ნიშნავს ბერნაბეუსზე ჩემპიონთა ლიგის მოგება...
დიახაც, ვიცი... მინახავს კონკურენცია ერთი ქვეყნის დიდ გუნდებს შორის. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებლად ვიქნები ჩემპიონების ფოტოზე! ჩვენი ძალა ფსიქოლოგიურია. ძალიან ლამაზი იქნება ბერნაბეუზე მოგება...
როცა მოწინააღმდეგე ინტერია...
განსაკუთრებულად რთული იქნება, მაგრამ... ბარსა უძლიერესია! ეს არ ცვლის საერთო სურათს: ბარსა, ამჯერად ჩემთან ერთად, იზეიმებს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს.
როგორ იქნება ეტოო ინტერში?
კარგად, დარწმუნებული ვარ, გადასარევად. ის ძლიერი მოთამაშეა, ეს ყველამ იცის.
და ბოლოს, იბრაჰიმოვიჩი ბარსასთანაა, რადგან მას მეტად სწამდა, ვიდრე ვინმე სხვას?
ნამდვილად. ჩვენ – ჩემს აგენტს და მე – ბარსაზე მეტად გვჯეროდა, რომ ტრანსფერი განხორციელდებოდა. ბარსა ფიქრობდა, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო, ჩვენ კი ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, მხოლოდ პატარა დახმარება გვჭირდებოდა. როცა ჩემმა აგენტმა პირველად მითხრა ბარსას დაინტერესების შესახებ, მან ასევე მითხრა, რომ ეს ძალიან რთული პროცესი იქნებოდა. მე კი ვუპასუხე, რომ ეს პრობლემა არ იყო. და აი, მეც, ბედნიერი, ძალიან ბედნიერი, მინდა თაბაშირი გადავაგდო, საოცრად მოტივირებული ვარ: მინდა ვითამაშო, ვიყო ფოტოზე, ჩემპიონთა ლიგის ფოტოზე, მინდა მოვიგო... ბერნაბეუზე.

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1187 | დაამატა: ბექა | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
s">
 
შესვლის ფორმა



ძებნა
News Board

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


free counters


ProSoccer.GE - Top Sport SitesVote for Bet2win.eu.com Top Betting Sites Футбол на Soccer.ru: Новости футбола России и Европы онлайн, Евро кубки и чемпионаты Live  

 



ყველა უფლება დაცულია, PowereD by ბექა ხელაძე © 2024
Create a free website with uCoz
http://www.fcbarcelona.es/web/catala/banners/imatges/mes_que_club_petit_eng.jpg

http://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/nike-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/audi-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/lacaixa-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/damm-gran.gifhttp://www.fcbarcelona.com/web/catala/empresa/imatges/tv3-gran.gif


//barcamania.ucoz.org/ftqp75psmikj0ofgau9.jpg