გუშინდელი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ ლოს ანჯელეს გალაქსისთან, ბარსელონას ფეხბურთელებმა ტიერი ანრიმ და პედრომ ოფიციალურ მედიას და ჟურნალისტებს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები. ტიერი ანრი “საოცარია ასეთი მხარდამჭერების ხილვა, განსაკუთრებით კი ამერიკაში. გალაქსიმ საუკეთესო თამაში აჩვენა, ისინი სრულად არიან ჩართული ლიგაში მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ სეზონის წინა პერიოდში ვართ. ბექჰემმა საოცარი თავისუფალი დარტყმა შეასრულა. იბრაჰიმოვიჩი? ის საოცრად ნიჭიერი მოთამაშეა. ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი აქტივი იქნება, იმედია, მასთან თამაშის საშუალება მალე მომეცემა, ამას ძალიან ველოდები.”
პედრო “ამ მომენტისათვის ყველა ბევრს ვმუშაობთ. ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენი თამაშის სანახავად, მამოტივირებელია ჩვენთვის. მე მეტ-ნაკლებად იგივე შეგრძნება მაქვს, როგორც გასული წლის სეზონის წინა პერიოდში და იღბლიანი ვარ, რომ თამაში შემიძლია. ძალიან კმაყოფილი ვართ წინა წლით, თუმცა ამ სეზონზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ყველა ტიტულის მოპოვება, რომელიც გათამაშებაშია. ვფიქრობ, მესი კარგ ფორმაშია, მაგრამ ოპონენტები მას უფრო კარგად ეცნობიან.”